გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ქალებზე ძალადობაში ეჭვმიტანილებს დეპორტაციით ემუქრება.
ქალებზე მასობრივი თავდასხმის ფაქტები ახალი წლის ღამეს კიოლნის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ცნობით, ერთი ქალი გააუპატიურეს, დანარჩენებს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაძარცვეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციაში 100-მდე საჩივარი შევიდა. 31 ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე დაადგინეს. 18 მათგანი თავშესაფრის მაძიებელია. დალავებულია ჩრდილო აფრიკული წარმოშობის ორი ახალგაზრდაც უკვე დაკავებულია.
გავლრცელებული ცნობით, ქალებზე თავდასმაში ეჭვმიტანილი პირები ალჟირელები, მაროკოელები, სირიელები და ირანელები არიან.
გერმანიის კანცლერმა პირობა დადო, რომ წარმომავლობის მიუხედავად, ყველა თავდამსხმელი მკაცრად დაისჯება და დამნაშავეებს დეპორტაციით დაემუქრა.
ამავდროულად, ახალი წლის ღამით ქალების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის გამო კიოლნის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადააყენეს.
ვოლფგანგ ალბერს საქმის არაეფექტურ გამოძიებაში ადანაშაულებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






