"CNN travel–ის მიერ 7 მარტის მომზადებული კვლევა, სადაც თბილისი "ყველაზე ცუდი" ქალაქების სიაში მოხვდა, საზოგადოების ნაწილმა გააპროტესტა. მომზადდა პეტიცია - "მოვთხოვოთ CNN–ს, ამოიღოს თბილისი "ყველაზე ცუდი" ქალაქების სიიდან", სტატიის შესახებ დაიწერა ასობით კომენტარიც, სადაც საქართველოს თუ უცხო ქვეყნების მოქალაქეები საკუთარ უარყოფით პოზიციას აფიქსირებდნენ აღნიშნულ ჩამონათვალში თბილისის არსებობასთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, აღნიშნულ ინფორმაციას მართლაც უნდა გამოწევია საზოგადოების პროტესტი, ვინაიდან მსოფლიოში არსებობს მრავალი ქალაქი, რომელთაც თბილისს ვერ შევადარებთ ეკოლოგიური თვალსაზრისით. უფრო მეტიც, როდესაც ასეთი კვლევები ტარდება, შესწავლილი უნდა იყოს ყველა სახის ინფორმაცია ქალაქთან დაკავშირებით, რათა ობიიექტურობა მაქსიმალურად იყოს დაცული."
მასალა მოგვაწოდა
ნინო ჯერენაშვილმა
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი
გრიგოლო რობაქიძის უნივერისტეტი
მასალის გამოყენების პირობები






