14 მლნ $-ად შეფასებული ნახატის არალეგალურად გაყიდვისთვის ქართველი ბიზნესმენები დააკავეს?
მსოფლიო - 18:08, 08 Jan, 2016     2546
ცნობილი მხატვრის ვან დეიკის 14 მილიონ დოლარად შეფასებული ტილოს არალეგალურად გაყიდვის მცდელობისთვის თურქეთში 2 ბიზნესმენი დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით დაკავებულები ქართველები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია ვან დეიკის ტილო თურქეთში საქართველოდან კონტრაბანდული გზით შევიდა. ევროპიდან მოპარული ტილო კი საქართველოში რუსეთის გავლით მოხვდა.

თურქული მედიის ცნობით ნახატის გაყიდვაზე ბიზნესმენები, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, მოლაპარაკებებს უკანონოდ აწარმოებდნენ. პოლიცია კი მათთან როგორც მყიდველი ისე მივიდა და დამნაშავეები დააკავა.

თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის განცხადებით თურქეთის არც ერთი ოფიციალური უწყება საელჩოს არ დაკავშირებია და მათთვის მსგავსი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

„იმ შემთხვევაში, როდესაც არის ან ეჭვმიტანილი, ან დაკავებული პიროვნება, თურქეთის შესაბამისი ორგანოები, იქნება ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ან პროკურატურა, ან საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც წესი მომართავენ ხოლმე ან საელჩოს, ან სტამბოლში საკონსულოს, ან პოლიციის ატაშეს. მსგავსი ოფიციალური მომართვა, ან შეტყობინება აღნიშნულის თაობაზე არც ერთი ოფიციალური ორგანოებიდან არ ყოფილა,“ - აცხადებს ირაკლი კოპლატაძე.


წყარო rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42