"აღმსარებლობის თავისუფლება დაბადებიდან მინიჭებული უფლებაა" - ობამას საშობაო მილოცვა
მსოფლიო - 16:33, 08 Jan, 2016     1507
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელ ობანა, ამერიკისა და სრულიად მსოფლიოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს ორთოდოქსულ შობას ულოცავენ.

ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

„მიშელი და მე შეერთებულ შტატებისა და მსოფლიოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს ბედნიერ შობას გისურვებთ.

ამ ამაღლებულ დღეს ვზეიმობთ იესო ქრისტეს დაბადებას და ვლოცულობთ მშვიდობისთვის დედამიწაზე.

დღევანდელი დღე გვანიჭებს განსაკუთრებულ საშუალებას, პატივი მივაგოთ ამერიკელი მართლმადიდებელი ლიდერების ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში, აგრეთვე ხაზი გავუსვათ ჩვენ ვალდებულებას, რომ დავიცავთ რელიგიურ უმცირესობებს, მათ შორის, ქრისტიან უმცირესობებს, რომლებიც ხშირად განიცდიან ძალადობასა და დევნას.

დღეს და ყოველ დღე, ვდგავართ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იტანჯებიან თავდასხმებისა და დისკრიმინაციისაგან, რადგან გვჯერა, რომ აღმსარებლობის თავისუფლება ყოველი ადამიანისათვის დაბადებიდან მინიჭებული უფლებაა და ის სამართლიანი საზოგადოების ერთ-ერთი საფუძველია.

ვუერთდებით ჩვენი მართლმადიდებელი ძმებისა და დების სიხარულს და მათ იმედით აღსავსე ლოცვას მშვიდობისა და სამართლიანობისათვის მთელ მსოფლიოში“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42