როგორც CNN-ი იტყობინება, ამის შესახებ ინვესტორმა შრი-ლანკას დედაქალაქში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
სოროსის თქმით,სოროსის თქმით, აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ვითარების გაუარესება, პირდაპირკავშირშია ჩინეთი ფინანსურ ბაზარზე არსებულ ვითარებასთან.
როგორც ფინანსისტი აცხადებს, მსოფლიოში შესაძლოა 2008 წლის მოვლენები განმეროდეს. "ჩინეთი, ეროვნული ვალუტის დევალვაციის ზრდის ფონზე, ახალი ეკონომიკური მოდელის შექმნაზე მუშაობს, ეს კი დანარჩენ მსოფლიოს აუცილებლად შეუქმნის პრობლემას" - განაცხადა სოროსმა.
აშშ-ის საფონდო ბირჟის სართხის ყველა მიზეზს ექსპერტები ჩინეთს უკავშირებენ.
მიმდინარე წლის დასაწყისში, ჩინური ბირჟების ვარდნის გამო, მთავრობამ ვაჭრობა შეაჩერა. ორშაბათს შანჰაის ინდექსის 7%-იანი, შენჟენის ინდექსის კი 8%-იანი ვარდნის გამო ჩინეთის მთავრობამ ვაჭრობა დროებით შეაჩერა. ბირჟების ვარდნის მიზეზი წარმოების ინდექსის გამოქვეყნება გახდა, რომელიც გასული ექვსი წლის მინიმუმზე 48-მდე შემცირდა.
აშშ-ის ბირჟაზე კი, Dow Jones-ის ინდექსი წლის დასაწყისში ბოლო 119 წლის განმავლობაში რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა.
ინდექსმა 911 პუნქტი დაკარგა, რაც 1897 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებულია.
მასალის გამოყენების პირობები






