ქართველი დიპლომატები პარკინგის ჯარიმების გადაუხდელობით ლიდერობენ - ნორვეგიული მედია
მსოფლიო - 11:47, 08 Jan, 2016     1716
ნორვეგიაში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებს შორის პარკინგის ჯარიმების გადაუხდელობით ქართველი დიპლომატები ლიდერობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიული Osloby ავრცელებს.

"სამშაბათს, ოსლოში მდებარე უცხო ქვეყნების საელჩოებს პარკინგის ჯარიმის სახით 307 500 კრონის ოდენობის დავალიანება დაუგროვდათ. სიის სათავეში პატარა რესპუბლიკა მოექცა" - წერს გამოცემა.
სააგენტოს თანახმად, საქართველოს საელჩოს ნორვეგიაში პარკინგის ჯარიმის გადაუხდელობის გამო 101 850 კრონის ოდენობის დავალიანება დაუგროვდა, რაც დაახლოებით 27 500 ლარს შეადგენს.

როგორც Osloby წერს, ისინი საქართველოს საელჩოს დაუკავშირდნენ, სადაც ქალბატონმა უპასუხა, რომ მარტო იყო, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებდა, თანაც საერთოდ არ მართავდა ავტომობილს.

„ამის შემდეგ საელჩოს ელექტრონული ფოსტით მივმართეთ და მივიღეთ პასუხი, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩო ინფორმირებულია და საკითხზე მუშაობენ" - წერს სტატიის ავტორი.

გამოცემის თანახმად, ვინაიდან უცხოურ საელჩოებს დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს, ადგილობრივი მთავრობას პარკირების პრობლემის მოგავრება უჭირს.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, პორტალის ინფორმაციით, მეორე ადგილს მაროკოს საელჩო (30 150 კრონი), მესამეს - ვიეტნამის (25 600 კრონი), ხოლო მეოთხეს - ერაყის საელჩო (22 800 კრონი) იკავებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42