ექიმი ნეიროფიზიოლოგი,აკადემიკოსი ბეხტერევა: სიკვდილი არ არსებობს
ეს საინტერესოა - 21:52, 07 Jan, 2016     25847
ნატალია ბეხტერევა ცნობილი რუსი ნეიროფიზიოლოგი იყო, რომელიც თავის ტვინის საიდუმლოებებს შეისწავლიდა და ადამიანის ამ უნიკალური ორგანოს დაუჯერებელი შესაძლებლობები საკუთარ თავზეც გამოსცადა. ბეხტერევა ცნობილი ოჯახის შვილი იყო , მისი ბაბუა ლეგენდარული მეცნიერი ვლადიმირ ბეხტერევი იყო, მამა კი ინჟინერი, რომელიც საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა.

13 წლის იყო მომავალი მეცნიერი, როესაც მამის დაპატიმრება სიზმარში ნახა, სიზმარი კი რამდენიმე საათში დეტალურად აუხდა. მამამისი დააპატიმრეს და როგორც ”ხალხის მტერი” დახვრიტეს, დედა გადაასახლეს. ნატალია და თავისი ძმა კი უპატრონო ბავშვთა სახლში აღმოჩნდნენ. შემდეგ კი იყო მეორე მსოფლიო ომი და ლენინგრადის ბლოკადა. მსგავსმა ცხოვრებისეულმა გამოცდებმა ნატალიას მტკიცე ხასიათი გამოუმუშავა. მან შეძლო და ომის შემდეგ ლენინგრადის სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა, დაამთავრა ასპირანტურაც და შემდგომ მუშაობდა ისეთ ცნობილ დაწესებულებებში , როგორიც იყო ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტი და ნეიროქირურგიული ინსტიტუტი, ამ უკანასკნელში ნატალია ბეხტერევა დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

35 წლის ასაკში ბეხტერევამ მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიიღო, როგორც მეცნიერმა მრავალი აღმოჩენა გააკეთა და პოპულარობა მოიპოვა არა მარტო რუსეთში, არამედ საზღვარგარეთაც.

ბეხტერევას თქმით მრავალი ფაქტი ადასტურებს იმას, რომ იმქვეყნიური ცხოვრება არსებობს. ამის შესახებ ის საუბრობს თავის წიგნში ”სარკის მიღმა”. მისი თქმით მეუღლის სიკვდილის შემდეგ, რომელიც მან მძიმედ განიცადა, ის იყო განსაკუთრებულ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანი ”იწყებს მოსმენას, შეგრძნებას, დანახვას იმისა რაც მისთვის მანამდე დახურული და შეუგრძნობელი იყო”

რა იყო ის უჩვეულო მოვლენები, რისი დანახვა, მოსმენა და შეგრძნებაც აკადემიკოსმა ბახტერევამ დაიწყო? მას ესმოდა ქმრის ხმა და რაც უფრო დაუჯერებელია ხედავდა მას. ამასთანავე რაც ყველაზე მთავარია ამ ფაქტის მოწმე იყო კიდევ ერთი ადამიანი, მისი მდივანი.

”მიფრინავს” თუ არა სული? მე მორწმუნე ადამიანი ვარ და მის არსებობაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ სად არის ის? ალბათ მთელ სხეულში. მაგრამ მეცნიერული თვალსაზრისით ამტკიცება იმისა, რომ ”სული გაფრინდა” შეუძლებელია.”- აცხადებდა ის.

ნატალია ბახტერევამ თავისი სიზმრებიც აღწერა, თუმცა მათი რაციონალური ახსნა ვერ შეძლო. ერთ-ერთი სიზმარი დედამისს უკავშირდება. მან სიზმარში ნახა , რომ ფოსტალიონმა დედის გარდაცვალების შესახებ დეპეშა მოუტანა. მან დედასთან ჩასვლა გადაწყვიტა, თუმცა ახლობლებმა გადააფიქრებინეს, უთხრეს რომ ის განათლებული ქალი იყო და სიზმრებისთვის არ უნდა დაეჯერებინა. ნატალიამ ახლობლებს დაუჯერა, დედასთან ჩასვლა დროებით გადადო და აგარაკზე წავიდა, სწორედ აგარაკზე მიუტანეს მას დედის გარდაცვალების შესახებ დეპეშა. ყველაფერი ისე იყო როგორც ნანახ სიზმარში...

იმქვეყნიური ცხოვრების და სიზმრების შესახებ თავისი მოსაზრებების გამოქვეყნებას ბახტერევა ერიდებოდა და მხოლოდ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გაბედა.

ნატალია ბახტერევა მივიდა მეცნიერისთვის უჩვეულო დასკვნამდე: მომავალი უკვე დღეს არსებობს და ჩვენ მისი დანახვა შეგვიძლია. მისი მოსაზრებით ადამიანი კონტაქტში შედის უმაღლეს გონთან ან ღმერთთან და იღებს საჭირო ინფორმაციას, მაგრამ ეს ნიჭი ყველას არ გააჩნია, მხოლოდ მცირედს, რომელთა შორისაც თავად იყო აქვს ”სარკის მიღმა” დანახვის შესაძლებლობა.

ნატალია ბახტერევა 2008 წელს გარდაიცვალა. მთელი თავისი ცხოვრება მან ადამიანის ტვინის საიდუმლოებების შესწავლას მიუძღვნა და დაასკვნა, რომ ტვინი- ეს სამყაროს ყველაზე დიდი საიდუმლოა და მისი ამოხსნა ძნელად წარმოსადგენია. როდესაც მას ეკითხებოდნენ არსებობს თუ არა იმქვეყნიური ცხოვრება ის პასუხობდა, რომ არ იცის, თუმცა ბევრი ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ის არსებობს.

”ჩვენი ცნობიერება ისეა მოწყობილი, რომ მეხსიერებაში მხოლოდ კარგს ინახავს, მხოლოდ ასე შეუძლია ადამიანს გადარჩეს.სიკვდილის არ უნდა შეგეშინდეთ. ჯეკ ლონდონს აქვს მოთხრობა, სადაც ადამიანს ძაღლები დაგლეჯენ და ის სისხლისგან დაიცლება. მომაკვდავი კი ამბობს ”ადამიანებმა სიკვდილს ცილი დასწამეს”, რას გულისხმობდა? მე ვფიქრობ, რომ სიკვდილი ადვილია და საერთოდ არაა საშიში. მით უმეტეს თუ კვდები იმ ცნობიერებით რომ სწორად და ღირსეულად იცხოვრე”- აცხადებდა ბახტერევა.

ასე ფიქრობდა მისი ბაბუაც, რომელმაც ადამიანური ბუნების უკვდავების თეორია შეიმუშავა ”სიკვდილი არ არსებობს, ბატონებო”- განაცხადა ერთხელ ვლადიმირ ბახტერევმა. მისი შვილიშვილის თქმით ბაბუამისი მოკვდა არა იმის გამო, რომ მან სტალინს”შიზოფრენიის” დიაგნოზი დაუსვა, არამეს იმის გამო რომ აღმოაჩინა ის ფაქტი, რომ ლენინი თავის ტვინის სიფილისით გარდაიცვალა.

მომზადებულია economicsandwe.com-ის მიხედვით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42