ამის შესახებ სტოლტენბერგმა დღეს, ბრიუსელში ისაუბრა.
„ჩრდილოეთ კოერის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდა საფრთხეს უქმნის რეგიონულ და საერთაშორიო უსაფრთხოებას და აშკარად არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას. ვგმობ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის და ბალისტიკური რაკეტის პროგრამის განვითარებასა და მუქარის გამომხატველ რიტორიკას“ - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელებული ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბი გამოსცადა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ისტორიაში პირველად, წყალბადის ბომბის მიწისქვეშ გამოცდა წარმატებით დასრულდა.
აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის გამოცდის ტერიტორიასთან ახლოს 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
ჯერ კიდევ ნოემბერში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ირმწუნებოდა, რომ მისმა ქვეყანამ წყალბადის ბომბის შექმნაზე მუშაობა დაასრულა.
"ჩვენმა ქვეყანამ შეძლი ძლიერ ბირთვულ სახელმწიფოდ გადაქცეულიყო, რომელიც მზადაა საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად, ნებისმიერ დროს გამოიყენოს ატომური და თერმობირთვული (წყალბადის) ბომბი“ - განაცხადა მან.
წყალბადის ბომბი ჩვეულებრივ ატომურ ბომბთან შედარებით გაცილებით ძლიერია და მას ძლიერი აფეთქების გამოწვევა შეუძლია.
მასალის გამოყენების პირობები






