"როცა მოკლულ ბავშვებზე ვფიქრობ, ეს მაგიჟებს" - ბარაკ ობამას ემოციური გამოსვლა (ვიდეო)
მსოფლიო - 11:48, 06 Jan, 2016     3859



აშშ-ის პრეზიდენტის ემოციური სიტყვა თეთრ სახლში - ბარაკ ობამამ იარაღის გაყიდვის კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ახალი ზომების შემოღების შესახებ ისაუბრა, რა დროსაც ატირდა.

ობამამ აღნიშნული გადაწყვეტილება კონგრესის გვერდის ავლით მიიღო.

სიტყვით გამოსვლისას, ნიუთაუნის სკოლაში მომხდარი მასობრივი ხოცვის გახსენებისას , აშშ-ის პრეზიდენტმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო და ატირდა.

„ყოველთვის იმ ბავშვებზე ვფიქრობ და ეს მაგიჟებს“ - განაცხადა აცრემლებულმა ობამამ.

აშშ-ს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, სამი წლის წინ 20 მოკლული ბავშვიდან ერთ-ერთის მამაც წარადგინა.

2012 წელს სკოლაზე თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი, მათ შორის 20 ბავშვი დაიღუპა. იარაღის გაყიდვის გამკაცრების ინიციატივით ობამა შემთხვევის შემდეგაც გამოვიდა, თუმცა კონგრესმა მას მხარი არ დაუჭირა.

ბარაკ ობამას გეგმის თანახმად, იარაღის მაღაზიებს შესაბამისი ლიცენცია უნდა ჰქონდეთ. გარდა ამისა, მოუწევთ საკუთარი კლიენტების ბიოგრაფიის გადამოწმებაც. ობამას გეგმის თანახმად, გამოძიების ფედერალურ ბიუროს 200-კაციანი შტატიც დაემატება, რომელიც დილერების საქმიანობას კონტროლს გაუწევს.

ბარაკ ობამა იარაღის შეძენაზე კონტროლის გამკაცრების ინიციატივით არაერთხელ გამოვიდა, თუმცა კონგრესი საკანონმდებლო ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42