ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბი გამოსცადა. როგორც „სიენენი“ იტყობინება, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა.
განცხადების თანახმად, ისტორიაში პირველად, წყალბადის ბომბის მიწისქვეშ გამოცდა წარმატებით დასრულდა.
აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის გამოცდის ტერიტორიასთან ახლოს 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
ჯერ კიდევ დეკემბერში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ირმწუნებოდა, რომ მისმა ქვეყანამ წყალბადის ბომბის შექმნაზე მუშაობა დაასრულა.
"ჩვენმა ქვეყანამ შეძლი ძლიერ ბირთვულ სახელმწიფოდ გადაქცეულიყო, რომელიც მზადაა საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად, ნებისმიერ დროს გამოიყენოს ატომური და თერმობირთვული (წყალბადის) ბომბი“ - განაცხადა მან.
წყალბადის ბომბი ჩვეულებრივ ატომურ ბომბთან შედარებით გაცილებით ძლიერია და მას ძლიერი აფეთქების გამოწვევა შეუძლია.
გავრცელებული ცნობით, გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო შეხვედრას გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები






