სპორტის სამინისტრო დღეს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენს გამოავლენს
სპორტი - 10:46, 06 Jan, 2016     1852

იანვარს, 20:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) გაიმართება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს "2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის" დაჯილდოების ცერემონიალი. გამოვლინდება 2015 წლის საუკეთესო სპორტმენი, ამასთან საუკეთესოები დაჯილდოვდებიან კიდევ 9 ნომინაციაში. ასევე, დაწესებულია 5 სპეციალური პრიზი. ღონისძიებას დაესწრებიან სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ჟურნალისტები, გულშემატკივრები, სპეციალურად მოწვეული სტუმრები. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქეთევან მიქელაძე და მსახიობი კახაბერ მიქიაშვილი გაუძღვებიან. ღონისძიების მუსიკალურ ნაწილს წარმოადგენენ ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნინო ქათამაძე, ანსამბლი "შვიდკაცა", ლუკა ზაქარიაძე და ნატალია ქუთათელაძე.

10 ნომინაცია
1) საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი
2) საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი და კაცი
3) საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში
4) საუკეთესო მსაჯი
5) საუკეთესო სპორტული ფედერაცია
6) საუკეთესო გუნდი
7) საუკეთესო მენეჯერი
8) საუკეთესო ქალი სპორტსმენი
9) საუკეთესო მწვრთნელი
10) საუკეთესო სპორტსმენი

5 სპეციალური პრიზი
1) წლის აღმოჩენა
2) წლის ბიზნესკომპანია
3) სპეციალური ჯილდო სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
4) წლის კაპიტანი
5) სტუდენტური სპორტის მხარდაჭერისთვის





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42