მეცნიერებმა ოთხივე ელემენტი რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს, თუმცა ამ დრომდე მათი გადამოწმება მიმდინარეობდა. ახლა ცხრილის მეშვიდე რიგი მთლიანად შეივსო 113-ე, 115-ე, 117-ე და 118-ე ნომრით, თუმცა მეცნიერებს ელემენტებისთის მუდმივი სახელწოდებები ჯერჯერობით არ მოუფიქრებიათ.
115, 117 და 118 ელემენტები ამერიკელი და რუსი მეცნიერებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო კვლევითმა გუნდმა აღმოაჩნა. ამავე ჯგუფმა აღმოაჩინა 113-ე ელემენტიც, თუმცა მისი საბოლოოდ დადასტურება იაპონელ მეცნიერებთან ერთად მოხდა.
ბოლო ცვლილება ქიმიურ ელემტთა პერიოდულ სისტემაში 2011 წელს შევიდა. მაშინ სისტემას 114-ე და 116-ე ელემენტები დაემატა.
ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა XIX საუკუნის შუა წლებში რუსმა ქიმიკოსმა დიმიტრი მენდელეევმა შეადგინა. თავდაპირველად სისტემა 63 ელემენტს მოიცავდა.
მასალის გამოყენების პირობები






