ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, ელჩის გაწვევა, რა გავლენას იქონიებს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე.
შეგახსენებთ, თეორანში საუდის არაბეთის საელჩოზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, საუდის არაბეთმა ირანთან ყველა სახის ურთიერთობა გაწყვიტა.
თავდასხმას წინ უძღვოდა ერ-რიადში ტერორიზმის ბრალდებით 47 შიიტის სიკვდილით დასჯა. მათ შორის იყო ცნობილი შიიტი მქადაგებელი ნიმრ ალ-ნიმრი, რომელიც სამეფოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობის უფლებებს იცავდა, რასაც ირანში საპროტესტო აქციები მოჰყვა. 2 დღის წინ ასობით ირანელი თეირანში მდებარე საუდის არაბეთის საელჩოს თავს დაესხა და შენობის დაწვა სცადა. ამის შემდეგ ირანიდან საუდელი დიპლომატების ევაკუირება განხორციელდა. საუდის არაბეთს მხარდაჭერა აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვყნებმაც გამოუცხადეს. ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა ბაჰრეიმა და სუდანმაც გაწყვიტა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კი ირანიდან ელჩი გაიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






