საუდის არაბეთი ირანთან ურთიერთობებს ყველა სფეროში წყვეტს
მსოფლიო - 13:01, 05 Jan, 2016     1794
საუდის არაბეთი ირანთან არა მხოლოდ დიპლომატიურ, არამედ ურთიერთობას ყველა სფეროში წყვეტს. ერ-რიადი ირანთან ყველა სახის კომერციულ თანამშრომლობას აჩერებს, ასევე იგეგმება ავიამიმოსვლის შეწყვეტაც. ამასთანავე, საკუთარ მოქალაქეებს ირანში გამგზავრებასაც უკრძალავს.

ასეთ რადიკალურ ზომებს ერ-რიადმა ირანში დიპლომატიურ წარმომადგენლებზე მომხდარი თავდასხმების სერიის გამო მიმართა.

ერ-რიადში მიუღებლად მიაჩნიათ ირანის სულიერი ლიდერის განცხადება ტერორიზმში ბრალდებული 47 პირის სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით და თეირანს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა დიპლომატიურ კორპუსზე თავდასხმის შემდეგ გაწყვიტა. რამდენიმე დღის წინ, ერ-რიადის გადაწყვეტილებით, ტერორიზმის ბრალდებით 47 შიიტი სიკვდილით დასაჯეს. მათ შორის იყო ცნობილი შიიტი მქადაგებელი ნიმრ ალ-ნიმრი, რომელიც სამეფოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობის უფლებებს იცავდა, რასაც ირანში საპროტესტო აქციები მოჰყვა. 2 დღის წინ ასობით ირანელი თეირანში მდებარე საუდის არაბეთის საელჩოს თავს დაესხა და შენობის დაწვა სცადა. ამის შემდეგ ირანიდან საუდელი დიპლომატების ევაკუირება განხორციელდა. საუდის არავეთის კვალდაკვალ, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა ბაჰრეიმა და სუდანმაც გაწყვიტა, არაბეთის გაერთიანებულმა საემირომ კი ირანიდან ელჩი გაიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42