რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება, "ისლამური სახელმწოფოს" მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლში, ბრიტანელმა მამაკაცმა საკუთარი 4 წლის შვილიშვილი ამოიცნო. საქმე ეხება ბავშვს, რომელიც ტერორისტების გვერდით დგას იმ ჩანაწერში, სადაც 5 მძევალის სიკვდილით დასჯაა ასახული.
მცირეწლოვანი ისა დეირი აღმოჩნდა. ბაბუის თქმით, ისა სირიაში დედამ გრეის დეირიმ წაიყვანა.
მისივე თქმით, 24 წლის გრეის დეირი ლონდონში გაიზარდა და კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა. ბოლო წლებში კი, ინტერნეტით ექსტრემისტების გავლენის ქვეშ მოექცა.
სოციალურ ქსელებში გრეისი წერდა, რომ სურდა, გამხდარიყო პირველი ბრიტანელი ქალი, რომელიც ISIS-ის მძევალს მოკლავდა.
ბრიტანელი მძევლების სიკვდილით დასჯის ჩანაწერი ტერორისტებმა კვირას გაავრცელეს. სპეცსამსახურები ცდილობენ, იმ ტერორისტის ვინაობის დადგენას, რომელიც ვიდეოში ბრიტანული აქცენტით საუბრობს და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, დევიდ ქემერონს ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






