აშშ-ს ქალაქ სან-დიეგოში ტყუპები ერთი წუთის სხვაობით დაიბადნენ, თუმცა მათ დაბადების სხვადასხვა თარიღი ჩაუწერეს.
პატარა გოგონა ჯეილინი 2015 წლის ბოლო წუთს გაჩნდა, ხოლო მისი ძმა ლუისი - 2016 წლის პირველ წუთს. სიზუსტის მოყვარულმა ექიმებმა გოგონას დაბადების თარიღად 31.12.2015, ხოლო ბიჭუნას 01.01.2016 ჩაუწერეს.
ამ ამბავს აპროტესტებენ ტყუპების მშობლები მარიბელი და ლუისი და მოითხოვენ, რომ ბავშვებს ერთი დაბადების თარიღი ჰქონდეთ მითითებული. მათი აზრით, ამ ფაქტმა მომავალში შესაძლოა გარკვეული უხერხულობა და გაუგებრობაც გამოიწვიოს. თუ თარიღი განსხვავებული იქნება, შესაბამისად დაბადების დღის ზეიმიც ერთმანეთის მიყოლებით 2-ჯერ იქნება გადასხდელი, ამასთან შესაძლოა "ერთი წლით" (რომელიც რეალობაში 1 წუთს უდრის) უფროსმა დაიკომ ძმას კამათისას უთხრას, რომ მისი დაბადების დღე უფრო ადრე იყო.


მასალის გამოყენების პირობები






