2015 წლის 10 უდიდესი სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევა
ეს საინტერესოა - 13:12, 03 Jan, 2016     3549

1. ნაპოვნია გენომის სწრაფი რედაქტირების გზები

ჩინელი გენური ინჟინერიის წარმომადგენლებმა 2015 წლის დასაწყისში მსოფლიოს ამცნეს, რომ წარმატებით დასრულდა დნმ-ის (გენომის) რედაქტირების ეპიზოდი CRISPR მეთოდის გამოყენებით, რაც არაერთი დაავადების წარმატებულ მკურნალობას შეუწყობს ხელს

2. შეიქმნა Powerwall - ავტონომიური ენერგოსისტემა

ამერიკული კომპანია Tesla Motors Илон Маск იწყებს მძლავრი, ლითიუმ-იონური აკუმულატორების Powerwall-ის მასიურ წარმოებას, ეს აკუმულატორები დიდი ოდენობის მუხტს აგროვებენ და ქსელში მხოლოდ საჭირო რაოდენობას გასცემენ, რაც მათ ხანგრძლივ გამოყენებას უზრუნველყოფს

3. წყალი მარსზე

წლის ბოლოს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მარსზე აღმოჩენილი მუქი ხაზები, რომელიც წელიწადის თბილ დროს ჩანს, წყლის კვალს წარმოადგენს. ამჯერად მეცნიერები ეძებენ მარსზე სიცოცხლის არსებობის კვალსაც

4. ბიონური ლინზები კატარაქტის და ახლომხედველობას ამარცხებს

კანადელმა გარეტ ვებმა აღმოაჩინა ახალი ბიონური ლინზები, რომლის მეშვეობითაც ადამიანი სამჯერ უფრო კარგად ხედავს, ვიდრე დღემდე არსებული ლინზების მეშვეობით.

5. პოლიმერებისგან დამზადებული ადამიანის ტვინის ნეირონები

შვედმა ექიმებმა, პირველად მსოფლიოში შექმნეს პოლიმერებისაგან ადამიანის ტვინის ნეირონები, რომლებიც ადამიანის ტვინის სრული იმიტირების საშუალებას იძლევიან, კერძოდ შეუძლიათ ქიმიური სიგნალების ელექტრონულ იმპულსებად გარდაქმნა. ჯერჯერობით ეს მოწყობილობა ძალიან დიდი ზომისაა,მაგრამგამომგონებლები ვარაუდობენ, რომ მალე შესძლებენ ის ადამიანის ტვინის ზომამდე დაიყვანონ.

6. ნაბიჯი თერმობირთვული რეაქტორის მართვის მიმართულებით

ადრე უცნობმა კალიფორნიულმა კომპანიამ Tri Alpha Energy-მ შესძლო პლაზმის შენარჩუნება 10 მლნ ცელსიუსის ტემპერატურაზე, რაც თერმობირთვული ენერგიის გამოკვლ;ევასა და გამოყენებაში უდიდესი მიღწევაა.

7. მეცნიერებმა თაგვებისთვის ყალბი მეხსიერების იმპლანტირება შესძლეს

ფრანგმა ნეიროფიზიოლოგებმა თაგვების ტვინში ყალბი მეხსიერების იმპლანტირება მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ მძინარე მდგომარეობაში მყოფი თაგვები გამოღვიძების შედეგადაც რეაგირებდნენ ცანერგილი მეხსიერების დეტალებზე.

8. მორფინი უკვე საფუარისაგანაც შეიძლება მივიღოთ

მეცნიერებმა შეიმუშავეს საფუარის მეშვეობით შაქრის მორფინად და სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებად გარდაქმნის მეთოდი,. დღემდე ეს ნივთიერება მხოლოდ ყაყაჩოსებრთაგან მიიღებოდა.

9. პლუტონის ზედაპირის გამოკვლევა

2015 წლის ივლისში ამერიკული კოსმოსური ზონდი პლანეტა პუტონს მიუახლოვდა და მისი ზედაპირის გადაღება შესძლო. გამოგზავნილმა ფოტოებმა ზედაპირის რელიეფისა და მისი ფორმირების მოულოდნელი თავისებურებები აჩვენა. პლუტონზე გაიშვიათებუილი ატმოსფერო და წელიწადის დროების ცვლილება აღმოჩნდა.

10. ხელოვნური განაყოფიერება სამი „მშობლის“ მეშვეობით

ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ხელოვნური განაყოფიერებიდსათვის დასაშვები გახდა სამი ადამიანის გენეტიკური მასალის გამოყენება. სპეციალისტების აზრით, ეს უფრო წარმატებულს და უსაფრთხოს გახდის განაყოფიერებას. კერძოდ, ქალის კვერცხუჯრედში შესაძლებელი ხდება მესამე ადამიანის ჯანმრთელი მიტოხონდრიების იმპლანტაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42