თეთრი სახლის მეთაურმა 2016 წლისთვის თავის წინასაახალწლო მიმართვაში შეშფოთება გამოხატა იმის თაობაზე, რომ ამერიკელი კანონმდებლები არ ცდილობენ დამატებითი ზომების მიღებას, უკანონო იარაღზე კონტროლის დასაწესებლად.
ომაბამ პირობა დადო, რომ ორშაბათს, 4 იანვარს ის შეხვედრას გამართავს აშშ-ის იურსიტიის მინისტრთან ლორეტ ლინჩთან და განიხილავს ყველა შესაძალო ნაბიჯებს, რომელიც კონგრესის გვერდის ავლით შეიძლება რომ გადაიდგას.
,,ჩვენ ვიცით, რომ შეუძლებელია ძალადობის სრულად აღმოფხვრა, მაგრამ ხომ შეიძლება ვეცადოთ თუნდაც ერთი მათგანის თავიდაცნ აცილებას? რა მოხდება თუკი კონგრესი მიიღებს ზომებს, რათა დავიცვათ ჩვენი შვილები პოენციური ძალადობისგან, რომელიც იარაღის გამოყენებასთან არის დაკავშირებული? “ - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
აშშ-ს მოქალაქეებს იარაღის თავისუფლად ტარების უფლება კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული. პარაკ ობამა უკანასკნელი პერიოდის განმავბლობაში აცხადებდა, რომ საჭიროა კონტროლის გამკაცრება საკანონმდებლო დონეზე. 2012 წელს მან შესთავაზა კონგრესს სამოქალაქო პირებზე იარაღის შენახვა ტარების აკრძალვა აღდგენილიყო, რაზეც კონგრესმა თეთრი სახლის მეთაურს თანხმობა არ მისცა.
მასალის გამოყენების პირობები






