2015-ის ნეგატვი და პოზიტივი - პოლიტიკური შეფასებები და საახალწლო სურვილები
პოზიცია - 20:00, 30 Dec, 2015     3199

2015 წელი პოლიტიკურად მეტად აქტიური წელი იყო, მოსახლეობა კი ტრადიციულად - პოლიტიზებული.

მთელი წლის განმავლობაში „ნიუპოსტის“ ერთგული მკითხველი ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე ამომწურავ ინფორმაციას ოპერატიულად იღებდა.

ამ წელმა ბევრი ტრაგიკული თუ შეკვეთილი მკვლელობებითაც დაგვამახსოვრა თავი.

იყო ლარის გაუფასურებით გამოწვეული ვნებათაღელვა და ბოლოს „დოლარზე დაცემული ლარი“, რომელიც ყველა ჩვენგანზე აისახა და მოქმედი ხელისუფლების აქილევსის ქუსლად იქცა.

ალბათ წლის ყველაზე მძიმე დღე 13 ივნისია - თბილისში დატრიალებულმა სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი, სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა. დაღუპულთათვის პატივის მისაგებად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.


პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გაამძაფრა გიგი უგულავას 24 საათით ციხიდან გამოშვებამ და ისევ მატროსოვზე შებრუნებამამ.

ნომებერი მთლიანად „რუსთავი 2“- ის გარშემო დაწყებულ დავას ეთმობა. არხი პოლიტიკურ დევნაზე დღესაც საუბრობს, ქიბარ ხალვაში კი რომელიც თავს არხის კანონიერ მფლობელს უწოდებს, ბოლო თვეებია დუმს.



დეკემბერი პოლიტიკურად აქტიური თვე იყო. ქვეყნის უდაო წარმატებაა ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მიღება, თუმცა საერთო ზეიმის შემდეგ 33 წლის პრემიერმა მოულოდნელად პოსტი დატოვა და პოლიტიკოსები ურთიერთბრალდებების მორევში თავით გადაეშვნენ.




ეს მოვლენები 2015 წლის ნაწილია, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე აისახა.

„ნიუპოსტმა“ წლის მიწურულს ის ადამიანები ჩაწერა, რომლებიც საქართველოში პოლიტიკურ ამინდს ქმნიან.

პოლიტიკოსებს ვთხოვეთ 2015 წლის მთვარი პოლიტიკური მოვლენა დაესახელებინათ, კითხვის მეორე ნაწილი მთავარ ჩავარდნას ეხებოდა.

გთავაზობთ მათ შეფასებებს:

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი 2015 წლის მიღწევებს „ნიუპოსტთან“ ასახელებს.

ხელისუფლების წარმომადგენელმა უარყოფით მოვლენებზეც ისაუბრა.

„მთავრობას, რომელსაც შეიძლება ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გამოსასწორებელი, ჩამოყალიბდა როგორც ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა. მთავარ მიღწევაა ვიზალიბერალიზაცია და ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც 2016 წელსაც გაგრძელდება. წარმატებულ პროექტებად დავასახელებ იმ კანონპროექტებს, რომლებმაც ძალოვანი სტრუქტურების არსი შეცვალეს, მნიშვნელოვანი პროექტია მთის კანონი, 2015 წელს სასამართლო რეფორმის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით“- აღნიშნა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ნეგატიურ მოვლენებს, „ქართული ოცნების“ წევრი ხელისუფლების ჩავარდნებს საგარეო ფაქტორებს უკავშირებს.

„ჩვენს გეგმებს სერიოზული დარტყმა მიაყენა მსოფლიო მასშტაბით არსებულმა საომარმა მოქმედებებმა. ძალიან დიდი დარტყმა მოგვაყენა მსოფლიო ბაზარზე დოლარის ფასის გაზრდამაც. თუმცა მთავარი მიღწევა ის არის რომ საქართველომ შინარჩუნა განვითარების მცირე მაგრამ მაინც ტემპი. ეს იმ პროფესიონალების დამსახურებაა, რომლებიც „ქართულ ოცნებაში შედიან“- განაცხადა მან.

ვოლსკიმ მოსახლეობას დამდეგი 2016 წელიც მიულოცა და ახალგაზრდებს მიმართა.

„მომავლის იმედი მინდა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს. გიყვარდეთ ერთმანეთი, გაუფრთხილდით სამშობლოს და პატივი ეცით უფროსებს“- მიმართა დეპუტატმა ახალგაზრდებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2015 წლის მთავარ მიღწევად ევროპასთან ვიზალიბერალიზაციას თვლის, თუმცა როგორც „ნიუპოსტს“ სერგო რატიანმა უთხრა, ამ საქმეში მთავრობის წვლილი მინიმალურია.

„ვიზალიბერალიზაცია შეიძლება ვერც მიგვეღო, რომ არ შემწყდარიყო ის შეტევა, რომელსაც ხელსიფლება რუსთავი 2 - ის წინააღმდეგ ახორციელებდა. რაც შეეხება პრობლემებს ასეთი ძალიან ბევრია, თუმცა გამოვყოფდი მთავარს - ეს არის ქვეყნის ჩამოშლილი ეკონომიკა, მთავრობას კი ამ კრიზისიდან გამოსვლის არანაირი ხედვა არ გააჩნია“- ამბობს დეპუტატი.

უმცირესობის დეპუტატი საქართველოს უსურვებს, რომ 2016 წელს ,,ქართული ოცნება“ სახლში გაისტუმრონ.

„მთავარი მიღწევა ვიზალიბერალიზაცია, მთავარი ჩავარდნა მურუსიძის სამართალი„- ამის შესახებ გასული წლის პოლიტიკური შფასებისას ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

საუბრისას ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა მოსახლეობას დამდეგი წელიწადი მიულოცა.

„ძალინ ბევრი გაჭირვებულია ჩვენს ქვეყანაში, მათი გასაჭირი მთელი გულით მტკივა, მინდა ვუსუვრო მათ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება“- დასძინა დეპუტატმა.

საინტერესოდ გამოიყურება „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის შეფასება და პროგნოზები.

ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ყველაზე დიდი პოზიტივი მაინც ასოცირების ხელმოწერა და ვიზალიბერალიზაცია იყო, რომელიც არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ ქართველი ხალხის მონაპოვარია.

„გასული წელი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ტოტალური ჩავარდნით გამოირჩეოდა. თუმცა ქართული სახელმწიფოს მიღწევად ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია ნამდვილად რჩება. ამ კონტექსტში არ მინდა კონკრეტული ხელისუფლებების წვლილზე ვისაუბრო. ეს ნამდვილად ვერ ჩაითველბა ღარიბაშვილის დამსახურებად, პირიქთი, მან ალბათ საფრთხეები უფრო შეუქმნა დასავლურ პოლიტიკურ კურსს. ეს ალბათ არის იმის დამსახურება, რომ თვითონ ქართველი ხალხის სწრაფვა დასავლური ცივილიზაციისკენ ძალიან მაღალ ხარისხშია და თითქმის ყველა ხელისუფლების პირობებში ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგა, ამას დავამატებდი ჩვენი დასავლელი პარტნიორების აქტიურობას, რომ მიუხედავად ქვეყნის შიგნით არსებული ხარვეზებისა, საქართველომ მცირედი გარღვევა მაინც მოახერხა. ეს არის მრავალი წლის შრომის შედეგი“- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.

ხელისუფლების წარუმატებელ ქეისებად ქარდავამ „რუსთავი 2“- ის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნა, ლარის დევალვაცია და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება დაასახელა.

,,პრობლემები იყო და როდესაც ვსაუბრობთ დასავლურ კურსზე, არ შემიძლია არ გამოვყო ის სერიოზული საფრთხე, რომელიც საქართველოს დაუდგა წლის ბოლოს, ეს იყო შეტევა განხორიცელებული თავისუფალ მედიაზე, თოქშოუების დახურვა და ამას დამეტაებული რუსთავი 2, რომლის განადგურებაც მოინდომა ხელსიუფლებამ და რაც საბოლოო ჯამში ძალიან უკან დაგვხევდა იმ მიმართულებით, რასაც საგარეო კუთხით მივაღწიეთ. თუმცა საზოგადოების და ყველა იმ ინსტიტუციის აქტივობამ, რომელსაც ევალდებოდა დაეცვა თავისუფალი მედია, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერამ შედეგად მოგვიტანა ის, რომ დღეს ქვეყანაში ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს ის საინფორმაციო სივრცე, რომელიც არის რუსეთის პუტინის სივრცე და რომლის სიმბოლოც არის ,,ენტევე“. არ მგონია, რომ ისტორიამ დიდხანს შეინახოს მეხსერებაში ურთმელიძე, მაგრამ წლების განმავლობაში ურთმელიძეზე მძიმე საუბრები კიდევ დიდხანს იქნება, ეს იყო ხელისუფლების სიმბოლო.

აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ, ყველაზე დიდი ნეგატივი დღეს ჩვენი ქვეყნისთვის საშინაო პოლიტიკის კუთხით ეს არის გაუფასურებული ლარი, რომელიც წარმოიშვა ბოლო წლებში და 2015 წელი იყო პიკი ლარის გაუფასურების, თუმცა ეს ამით არ დასრულებულდა 2016 წელს კვლავაც არ არის პოზიტიური მოლოდინები“ - განაცხადა ქარდავამ.

ედპ-ს ლიდერი განსაკუთრებულად გამოყოფს ასევე ხელისუფლების დამოკუდებულებას საარჩევნო რეფორმის მიმართ. ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ხელისუფლება აღმოჩნდა ძალიან ჩაკეტილი და ეს გამოჩნდა საარჩევნო რეფორმის მოთხოვნის საკითხში. ედპ-ს ლდიერის თქმით, 2015 წლის ეს ნეგატივი ხელსუფლებას აუცილებლად წინ დახვდება 2016 წლის არჩევნებში.

,,ყველა ხელისუფლების პირობებში ოპოზიცია ძალიან აქტიურად ითხოვდა საარჩევნო რეფორმას, მაგრამ ამ რანგში, როგორც ეხლა მოხდა, არ ყოფილა. ვგულისხმობ პრეზიდენტის აქტიური ჩართულობა კონფერენციის ჩატარების სახით, რომელსაც ესწრებოდნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზსციები, სადაც მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ მთელი საზოადოება ხელისუფლებისგან ითხოვს იმ დაპირების შესრულებას, როგორის არის დემოკრატიული რეფორმები და პირველ ხელისუფლების აქილევსის ქუსლი - საარჩევნო სისტემა“- დასძინა ბაჩუკი ქარდავამ.

ოპოზიიის ლიდერმა „ქართულ ოცნებას“ ურჩია, რომ 2016 წელს მაინც დაივიწყოს პოლიტიკური შურისძიება და წარსულზე საუბარს ნაკლები დრო დაუთმოს - ,,პოლიტიკურ კონტექსტში, ყველაზე მთავარი, რასაც ახალი წლის წინ ვისურვებდი, მალე გათავისუფლდეს ხელისუფლება ბოღმისგან და წარსულზე აპელირების ნაცვლად, მომავლისკენ გაიხედოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ხელისუფლება თავის თავის და ქვეყნის სასიკეთოდ რაღაც ცვლილებები განახორციელოს“.

„ევროპელი დემოკრატები“ ლიდერი პაატა დავითაია კი აცხადებს, რომ ქყვეყნას იმიჯი ბოლო პერიოდში განხორციელებულმა საკადრო ცვლელებებმა შეულახა.

ამის შესახებ მან გასული წლის პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

რაც შეეხება მთავარ მოვლენას ევროპელი დემოკრატების ლიდერის განცხადებით ეს ვიზალიბერალიზაციის მიღებაა.

„წლის მთავარი მოვლენა უდაოდ ევროპასთან უვიზო მიმოსვლაა, რაც შეეხება წარუმატებულობას, ასეთად პრემიერ-მინიტრის განდევნას დავასახელებ, ამ მოვლენამ დაადასტურა კულუარული მმართველობის პრობლემა და შეურყია იმიჯი ჩვენს ქვეყანას“ - უთხრა „ნიუპოსტს“ დავითაიამ.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლი მოსახლეობას სიმშვიდეს უსურვებს.

“ნიუპოსტმა“ 2015 წლის მთავარი მოვლენის დასახელება „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს გიორგი გუგავასაც თხოვა.

გთავაზობთ მის შეფასებებს და მილოცვას:“მიუხედავად საჯარო დაპირებისა, რომ მესამე წელი ძალიან კარგი იქნებოდა, ქართულმა ოცნებამ ყველა მიმართულებით გააუარესა მდგომარეობა. გააღატაკა ქვეყანა, ეკონომიკური სტაგნაციის ავტორია ეს მთავრობა. რაც შეეხება წარმატებებს, ვიზალიბერალიზაციის მიღებას ისინი ტყუილად იბრალკებენ, 25 წელია ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ მიილტვის. რომ არა წინა და მოქმედი რეჟიმები, ჩვენ ამ წარმატებას ადრეც მივაღწევდით. რაც შეეხება სურვილება, ჩემი სრვილია მილიარდერთა კასტისგან ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდეთ“.

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ გასულ წელზე ვრცლად ისაუბრა.

„2015 წელის გადაჭარბების გარეშე დარჩება როგორც ევროკავშირთა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების წელი და აქედან გამომდინარე სერიოზული ნაბჯი არის ვიზაილბერალიზაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ეს სერიოზული ნაბიჯია საქართველოს ინტეგრაციისა ევროპასთან. ეს არის ქართველი ერის წლების განმავლობაში ნაბრძოლების რეალიზაცია. ეს ეკუთვნის ყველას, ბევრ მთავრობას, ყველა მოქალაქეს და ქართულ სახელწმიფოს. ეს არის ყველაზე დიდი პლიუსი 2015 წლისათვის. რაც შეეხება მინუსებს, ეს უფრო მრავლადაა. პირველ რიგში გამოვყოფდი სოციალურ სფეროს, ის რაც საზოგადოებას განსაკუთრებით აუწხებს, ეს არის ლარის დევალვაცია, ფასების და გადასახადების ზრდა, ასევე ამ ფონზე უმუშევრობის სფეროში რეგრესი. მეორე მინდა გამოვყო დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ბლოკი, რომელიც მნიშვნელოვანია. რომელიც დაიწყო ძალიან ცუდად. ამ შემთხვევაში სამ კომპონენტს გამოვყოფდი. ეს არის მედია ბლოკი. ხელისუფლებამ „თავი ისახელა“, როდესაც ხელისუფლებამ „იმედზე“, „რუსთავი 2“-ზე და საზოგადოებრივ მაუწყებელზე თავისი შეტევები განახორციელა. ეს იყო სერიოზული შავი ლაქა ქართული სახელმწიფოსათვის. მეორე ბლოკი არის სასამართლოს ბლოკი, სადაც იყვნენ ურთმელიძეები და მურუსიძეები. მესამე არის არჩევნების ბლოკი, სადაც ხელისუფლებამ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი. მათ ყველას აზრს იგნორირება გაუკეთა და ამით გაითქვა სახელი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ასევე არის საგარეო პოლიტიკურ ანუ უსაფრთხოების ბლოკი, სადაც არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა. დაწყებული ახლო მეზობლებთან ურთიერთობით, ვგულისხმობ რუსეთს. მხედველობაში მაქვს მავთულხლართების გადმოწევა და ასე შემდეგ. ამ დროს საგარეო პოლიტიკურ ველზე არასასიამოვნო შეფასებაა, რომ საქართველო რადარებიდან გაქრა. და ამ ყველაფრის გვირგვინი არის საქართველოს ხელისუფლების უცოდინარობა, არაპროფესიონალიზმი, რაც განპირობებულია პოლიტკური უტიფრობით. ამის თავი გახლავთ ქვეყნის ჩრდილოვანი მართვა, რომელსაც წლის ბოლოს სიურპრიზი არგუნა საზოგადოებას, რომ „წარმატების პიკში მყოფი პრემიერი 34 წლის ასაკში წავიდა პოლიტიკიდან და ეს ყველაფერი წარმატებების ბრალია“. ამ ბოლო ფაზით, რაც მოხდა, ალბათ ქართულ სახელმწიფოში დღევანდელი მთავრობა დარჩება როგორც ყველაზე ბუნდოვანი გადაწყვეტილებების მიმღები“- აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.

ჩვენ ამავე საკითხზე პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ ხელმძღვანელი, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილიც ჩავწერეთ.

კოლეგების მსგავსად ხარატიშვილიც მთავარ მოვლენად ვიზალიბერალიზაციას ასახელებს.

რაც შეეხება ხარვეზებს, მისი თქმით, ასეთი ბევრია: „გაღარიბებული ხალხი, ხელისუფლებაზე მორგერბული საარჩევნო კანონმდებლობა, პოლიოტიზირებული სასამართლო და სხვა...“


დათო ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42