2015 წლის ნოემბერში მშპ-ს რეალურმა ზრდამ 5.3 პროცენტი შეადგინა - ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:30, 30 Dec, 2015     919
,,2015 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის ტემპმა 5.3% შეადგინა“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

უწყების ინფორმაციით, 2015 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 3.3%-იანი საშუალო რეალური ზრდა დაფიქსირდა, მეორე კვარტალში ზრდამ 2.5% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, ხოლო მესამე კვარტალში საშუალო რეალურმა ზრდამ 2.5% შეადგინა.

2015 წლის 11 თვის (იანვარი-ნოემბერი) საშუალო რეალურმა ზრდამ 3.0% შეადგინა.

მიმდინარე წლის ნოემბერში, მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: მშენებლობა - 30%; მეტალურგიული პროდუქტების წარმოება - 30%; სამთომოპოვებითი მრეწველობა -15%; სასტუმროები და რესტორნები - 10%; საფინანსო შუამავლობა - 9%.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, "ჩვენ ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს. დღეს დილით სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა მთლიანი შიდა პროდუქტის წინასწარი ზრდა - ეს არის 5,3 %, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ნოემბრისთვის. წლიური გადაანგარიშებით ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წელს უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-იან ზრდაზე გავალთ".

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიუხედავად რეგიონში მიმდინარე რთული ეკონომიკური მდგომარეობისა, ქვეყნის ეკონომიკა საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალი ტემპით იზრდება. 2015 წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა აღემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაკეთებულ პროგნოზს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42