საპარტნიორო ფონდში Elbit Cyclone-ის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:45, 30 Dec, 2015     1411
საპარტნიორო ფონდში სამოქალაქო თვითმფინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა შედგა.

ფონდის პარტნიორი ისრაელის კომპანიის Elbit Cyclone-ის წარმომადგენლებმა ქარხნის შენობის, აღჭურვილობისა და მიმდებარე ტერიტორიის დიზაინის პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრაზე პარტნიორი კომპანიისა და ფონდის წარმამადგენლებმა პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ თვითმფრინავების ნაწილებზე მზარდი საერთაშორისო მოთხოვნის გამო Elbit Cyclone დაინტერესებულია ქარხნის მშენებლობა დაასრულოს დათქმულ ვადებზე ადრე. საპარტნიორო ფონდმა თავის მხრივ სრული თანადგომა აღუთქვა ებრაული კომპანიის საპროექტო გუნდს.

მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხნის მშენებლობას საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად საფუძველი სექტემბერში ჩაუყარა. ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

ქარხანაში დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები. ქარხანა Elbit Cyclone-ის დახმარებით მოიპოვებს ავიაციის კონკურენტულ ბაზარზე გასვლისთვის საჭირო ყველა აუცილებელ სერტიფიკატს. საწარმოში შექმნილი პროდუქციის მომხმარებლები იქნებიან ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორც Boeing, Airbus, Bombardier და სხვები. პროექტის თანახმად ქარხნის მშენებლობა 2017 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ხოლო 2018 წლის დასაწყისში პირველი სერტიფიცირებული პროდუქციის გამოშვება იგეგმება.

85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი დაასაქმებს 300 ადგილობრივს, რომელთა გადამზადება მოხდება ისრაელიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტების მიერ. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს Royal Development-ი, ხოლო ქარხანას ოპერირებას გაუწევს საპარტნიორო ფონდის და Elbit Cyclone-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებული JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42