მაღაზიათა ქსელმა „ისი პარიმ“ რიტუალების სასახლეში SHISEIDO-ს ახალი სუნამოს „Ever Bloom“-ის პრეზენტაცია გამართა. სასიამოვნო გარემო და ზღაპრული გაფორმება ყველა სტუმრისთვის საუცხოო განწყობას ქმნიდა. პრეზენტაციას „ისი პარის“ მარკეტინგისა და პიარ მენეჯერი, ხატია შამუგია უძღვებოდა. სუნამო, რომელიც ხატიამ წარმოადგინა, ყველა ქალბატონს თავს მართლაც ბედნიერად ქალად აგრძნობინებს, რადგან „Ever Bloom“ საოცარი სურნელით გამოირჩევა. დიახ, SHISEIDO-მ წარმოადგინა ახალი ყვავილოვანი ექსპრესია, რომელიც გადმოსცემს ქალის მშვენიერების ძალაუფლებას, ხოლო ფორთოხლის ყვავილი კი, სხეულზე სინორჩეს ტოვებს. Ever Bloom-ის პარფიუმერული კომპოზიცია იხსნება ლოტოსის ყვავილების, ჟასმინისა და ბულგარული ვარდის შერწყმით. არომატის გული - ფორთოხლის ხის და გარდენიის ნოტებია. სიმდგრადისთვის კი პარფიუმერმა მუსკუსი და კიპარისი გამოიყენა.
ასე რომ დაიჭირე უსასრულობა ხელის გულზე და მოაქციე იგი დროში.


მასალის გამოყენების პირობები






