შეიქმნება რამდენიმე სახის მომსახურება, რაც ამ ბავშვების ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას შეუწყობს ხელს. პირველი ეტაპი მოიცავს მობილური ჯგუფების საშუალებით, ასეთი ბავშვების მოძიებას და მათთან კონტაქტის დამყარებას, მეორე ეტაპი არის დღის ცენტრი, სადაც ქუჩაში მომუშავე ბავშვები შეძლებენ დღის ნებისმიერ მონაკვეთში მივიდნენ და პირველადი მოთხოვნები დაიკმაყოფილონ.
,,მას შემდეგ, რაც ბავშვი დასტაბილურდება და დღის ცენტრის ხშირი სტუმარი იქნება, იგი ცენტრის ბენეფიციარად ჩამოყალიბდება. ამის შემდეგ ბავშვს 24 საათიან კრიზისულ ცენტრს შესთავაზებენ, რაც ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვას, განათლების მიღებას და მისი საბუთების მოწესრიგებას მოიცავს. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია, მისი მცირე საოჯახო ტიპის სახლში, მინდობით აღზრდაში გადაყვანა, ან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდება, თუკი ბავშვისგან ან ოჯახისგან ამის სურვილი და საშუალება იქნება. "_ აცხადებს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე სანებლიძე.
მასალის გამოყენების პირობები






