“ევროპა-ბეთმა“ საახალწლოდ ობოლ და მიუსაფარ ბავშვებს უმასპინძლა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:23, 28 Dec, 2015     1444

2015 წლის 28 დეკემბერს, „ევროპა-ბეთმა“ ობოლ და მიუსაფარ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყო. კომპანიის წარმომადგენლებმა 5 თავშესაფრიდან 50 მზრუნველობას მოკლებული ბავშვი მიიწვია თბილისში, „ლისი ლაუნჯში“, სადაც პატარებს საახალწლოდ მორთული გარემო დახვდათ: სპეციალური გასართობი პროგრამა წამყვანებთან და ბენდთან ერთად, ანიმატორები, თოვლის ბაბუა, რომელთანაც სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს; მიიღეს საჩუქრები და რაც მთავარია, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გაახალისებს.

აღსანიშნავია, რომ „ევროპა-ბეთი“ მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებებს მუდმივად ახორციელებს: ლევან სალუქვაძის საავტორო გადაცემაში „იმედის ფსონი“, რომლის წარმდგენი „ევროპა-ბეთია“, მოგებული თანხით კომპანია ბავშვთა სახლების დასახმარებლად საჭიროების მიხედვით იძენს ნივთებს ან პროდუქტს და გადასცემს მათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 37 მცირე საოჯახო ტიპის სახლიდან 17 (134 ბავშვით) იმყოფება სახელმწიფო, ხოლო 20 (120 ბავშვით) დონორი ორგანიზაციების დაფინანსებაზე. ყველა ქველმოქმედება ობოლ და მიუსაფარ ბავშვთა დასახმარებლად ფასდაუდებელია და „ევროპა-ბეთი“ განსაკუთრებული მიდგომით ინაწილებს ამ სოციალურ პასუხისმგებლობას. „ბავშვებს ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ბავშვთა სახლებში უამრავი საყოფაცხოვრებო თუ განათლების პრობლემაა. ჩვენ ვცდილობთ, მცირედით მაინც გავუუმჯობესოთ პატარებს ყოველდღიური ცხოვრება,“ - განაცხადა „ევროპა-ბეთის“ წარმომადგენელმა, ეკატერინე ტოროშელიძემ.

*“ევროპა-ბეთის“ შესახებ

Europe-Bet.com დაარსდა 2010 წელს და იქცა უდიდეს დამოუკიდებელ ონლაინ თამაშების ოპერატორად საქართველოსა და მთელს რეგიონში. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფართო სპექტრის ონლაინ თამაშებს, როგორებიცაა: ტოტალიზატორი, პოკერი, Live კაზინო, ე.წ. რულეტკა, მობილური ონლაინ თამაშები და კლასიკური თამაშები. პირველივე დღეებიდან Europe-Bet.com-მა შემოგვთავაზა დამოუკიდებელი ონლაინ პოკერ რუმი და ორგანიზება გაუწია ტურნირების სერიებს. 2015 წელს გახდა „World Poker Tour“-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. ამავე წელს, „ევროპა-ბეთი“ შეიძინა „ბეთსონ ჯგუფმა“, რომელიც 50 წლიანი გამოცდილებით სათამაშო ბიზნესში ლიდერი კომპანიაა.

**“Betsson Group“ -ის შესახებ

„Betsson Group“ წარმოადგენს ლიდერ მოთამაშეს სკანდინავიისა და ნიდერლანდების აზარტული ონლაინ თამაშების ბაზარზე, აერთიანებს 20-ზე მეტ ბრენდს გლობალურად. Betsson ახორციელებს მულტი-ბრენდულ სტრატეგიას, მათ შორის რამდენიმე ისეთი ძლიერი ლოკალური ბრენდით, როგორიცაა www.betsson.com, www.betsafe.com, www.nordicbet.com, www.triobet.com, www.kroon.com. ზოგიერთი ბრენდი წარმოდგენილია მხოლოდ ერთ ბაზარზე, თუმცა ზოგი ფუნქციონირებს 20-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში Betsson ძირითადად წარმოდგენილია პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აგრეთვე, Betsson ფლობს ადგილობრივ ლიცენზიას ესტონეთში, ოპერირებს თურქეთში B2B პარტნიორის მეშვეობით. პორტფოლიოში „ევროპა-ბეთის“ ბრენდის დამატებით, „Betsson Group“ აგრძელებს თავისი სტრატეგიული პოზიციის გამყარებას რეგიონში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42