გაძვირდება თუ არა რეგიონებში დენი - სემეკი ტარიფზე მსჯელობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:11, 28 Dec, 2015     1119

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ენერგო პრო-ჯორჯიას“ აბონენტებისთვის ტარიფის დადგენაზე მსჯელობს.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის მოსახლეობისთვის ტარიფი 2017 წლამდე უკვე განსაზღვრულია, სემეკში ამბობენ, რომ არსებობს მექანიზმი, რომლის მეშვეობით ტარიფის ყოველწლიური გადახედვაა შესაძლებელი. მათივე ინფორმაციით, ტარიფის ზრდა სავარაუდოდ, მოსალოდნელი არ არის.

„ეს არის ის დღე, როდესაც უნდა მოხდეს კორექტირების განხილვა და კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ტარიფის ზრდას, მოსალოდნელი არ არის. თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. დეპარტამენტი საკუთარ გაანგარიშებას წარმოგვიდგენს, ასევე მოვისმენთ კომპანიის მოსაზრებებს და გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული“, - განაცხადა სემეკის წევრმა გოჩა შონიამ.

კომპანიაში ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით არაფერს ამბობენ, თუმცა აცხადებენ, რომ მათი სურვილია მაქსიმალურად გაუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი.

„გვაქმს მყარი არგუმენტი, რომ აუცილებელია უფრო მეტი მორიგე ბრიგადების დამატება, ტექნიკური მომსახურე პერსონალი, რათა ჩვენს აბონენტებს უფრო ხარისხიანად მოვემსახუროთ. ჩვენი სურვილია, რომ ხარისხი მაქსიმალურად ავწიოთ. ამისთვის რაც არის საჭირო, ეს უკვე სემეკის გადასაწყვეტია“, - განაცხადა „ენერგო პრო-ჯორჯიას“ დირექტორმა მიხეილ ბორცვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42