რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესებას გეგმავს
მსოფლიო - 12:52, 28 Dec, 2015     1841
რუსეთის ვიცე-პრემიერის, არკადი დვორკოვიჩის განცხადებით, რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ ახალი ზომების მიღებას გეგმავს. ამის შესახებ დვორკოვიჩმა ტელეკომპანია "Россия 24"-თან საუბარში განაცხადა.
"მიგვაჩნია, რომ არამეგობრულ ქმედებებზე ადეკვატური პასუხი საჭიროა. ასეთი პასუხის გაცემა დაწყებულია. იქნება შემდგომი ნაბიჯებიც, რომლის შესახებ განცხადება გაკეთდება"- აღნიშნა დვორკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა 24 ნოემბრის შემდეგ დაიძაბა. თურქეთმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო. ოფიციალური მოსკოვი თურქეთის საზღვრის დარღვევას უარყოფს. პუტინის თქმით, ეს შემთხვევა იყო "ტერორისტების თანამზრახველების მიერ ზურგში განხორციელებული დარტყმაა". მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები უკვე გაწყვიტა და უვიზო რეჟიმიც გააუქმა. ბოსტნეულის, ხილის, ნედლეულისა და მრეწველობის პროდუქცია რუსეთში 2016 წლის 1-ელი იანვრიდან ვეღარ შევა.

რაც შეეხება ერდოღანს, მისი თქმით, მსგავსი ქმედების განმეროების შემთხვევაში, თურქეთი ანალოგიურად მოიქცევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42