"გორგასალის" პროფესურა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ბოლო პერიოდში გავრცელებულ პოზიციას, უმაღლეს სასწავლებელთა ნაწილის დახურვის საჭიროებასთან დაკავშირებით (როგორც ცნობილია, თსუ-ს რექტორმა სანდრო კვიტაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ არ არის საჭირო ქვეყანაში ამდენი უმაღლესი კერძო სასწავლებელი).
"გორგასალის" პროფესურა აცხადებს, რომ აუცილებელია სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთა არსებობა, რათა შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო. ამასთან, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ "გორგასლის" პროფესსორ-მასწავლებლები იწონებენ და მხარს უჭერენ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ ახალ სტანდარტებს – ე.წ. დვალის კონცეფციას. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა განცხადებით, "გორგასალი" ამ დრომდე აკმაყოფილებს მიჩნეულ სტანდარტებს და უკვე მუშაობს ახალი კონცეფციით გათვალისწინებულ ნორმებსა და სტანდარტეთან გასათანაბრებლად. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ "გორგასალის" პროფესსორ-მასწავლებლები ღიად მხარდაჭერას უცხადებენ განათლების სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს და მიიჩნევენ, რომ ამგვარ ნაბიჯთა გადადგმით, ეტაპობრივად, ის ხარვეზებიც აღმოიფხვრება, რაც დღეისთვის განათლების სისტემაში არსებობს,"-ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






