სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს, რომელიც შობის მარხვას ინახავს, 31 დეკემბერს, 1 და 2 იანვარს თევზის მირთმევის უფლება მისცა.
უწმინდესმა დღეს საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ ასევე განაცხადა, რომ შესაძლებელია საშობაო წირვა, რომელიც როგორც წესი ღამე ტარდება, 7 იანვარს, დილითაც ჩატარდეს, თუ მრევლის ნაწილს ამის სურვილი აქვს.
"მოახლოვდა შობა. ზოგიერთი ტაძრიდან გვატყობინებენ, რომ ხალხი ითხოვს დილას ჩაატარონ ლოცვა. ეს შეიძლება. დასაშვებია. ღამით ატარებენ და დილასაც. ასე რომ, თუ ხალხის მოთხოვნაა, უნდა შევუსრულოთ ეს თხოვნა, - აღნიშნა ილია მეორემ.
რაც შეეხება სამების საკათედრო ტაძარს, წირვა ჩვეულებისამებრ ღამე ჩატარდება. 21.00 საათზე დაიწყება საღამოს ლოცვა, შემდეგ 23.00 საათზე შობის შეხვედრა და ღამის 12 საათის შემდეგ - საშობაო ლიტურგია.
მასალის გამოყენების პირობები