კერძოდ კი პარკინგი თბილისის იუსტიციის სახლში უნდა ყოფილიყო ორსართულიანი, თუმცა არის მხოლოდ ერთ სართულზე. "მე ვაწყდები ახლა პრობლემას, რომ ზემოთ მოთავსებული პარკინგის ქვემოთ უნდა გავაკეთო ისე პარკინგი, რომ ზედა პარკინგი არ დავაზიანო. მშენებლობა იწყებოდა და შემდეგ იწყებდა პროექტი მუშაობას", - აცხადებს ბურჭულაძე.
როგორც მინისიტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, საქართველოში აშენებულ ყველა იუსტიციის სახლს აქვს პრობლემა და მათ მოგვარებას გარკვეული დრო და სახსრები სჭირდება.
ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა მცხეთისა და ზუგდიდის იუსტიციის სახლებზეც და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამიანისტრო არ აპირებს შეაჩეროს აღნიშნული შენობების მშენებლობა.
"რაც შეეხება მცხეთის იუსტიციის სახლს, მისი მშენებლობა არ შეჩერდება, უნდა გამოსწორდეს ყველა ის პრობლემა, რაც ამ შენობის დაპროექტებისას იყო".- განაცხადა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძის განცახდებით, იუსტიციის სახლებში უჟანგბადობის პრობლემაა და ასევე შეცდომებია დაშვებული დაგეგმარების დროსაც.
მასალის გამოყენების პირობები






