დღეს, 26 დეკემბერს საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე სრკ-ს საერთო კრების ახალი თარიღისა და ადგილის დადგენის, სრკ-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა საერთო კრებისათვის წარდგენის ვადისა და წესის განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს. გამგეობის სხდომაზე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით შემდეგი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული:
„სრკ-ს წლიური საერთო კრება მოწვეულ იქნას 2016 წლის 24 იანვარს 13 საათზე თბილისში, მისამართზე: თავისუფლების მოედანი #4 - სასტუმრო ქორთიარდ მერიოტი;
სრკ-ს 2016 წლის 24 იანვრის საერთო კრებისთვის სრკ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს 2016 წლის 18 იანვარის, 13 საათი;
სრკ-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა წარდგენა უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით სრკ-ის ნამდვილი წევრის მიერ, სრკ-ის გამგეობაში;
სრკ-ს ნამდვილი წევრის მიერ წარდგენილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა 2016 წლის 18 იანვარის 13 საათმდე უნდა წარმოადგინოს წერილობითი თანხმობა სრკ-ს გამგეობაში, სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ;“- აღნიშნულია რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






