"onn.ge"- მ 2015 წლის ყველაზე პოპულარული ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცების შესახებ ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა. იმის გამო რომ ქართული კინემატოგრაფია ნაკლებ აქტიურობით გამოოირჩევა, ათეულში ძირითადად „რუსთავი2“-ის და „ჯიდიეს“-ის სერიალების მსახიობები მოხვდნენ.
გამოკითხვის შედეგებით პირველ ადგილზე „ჩემი ცოლის დაქალებში“ პოლიტიკიდან შოუბიზნესში წასული ცოტნე ცოტაშვილი გავიდა, რომლის ნამდვილი სახელი და გვარის გახსენება თითქმის ყველას გაუჭირდა. გიორგი ბახუტაშვილი ათეულის ლიდერია.

მეორე ადგილი "ტიფლისისა" და "ქერჩის" გამორჩეულ მსახიობმა გიორგი ცაავამ დაიკავა, რომელიც ადრე მხოლოდ ეპიზოდური ან უარყოფითი გმირების განსახიერებით ახსოვდა მაყურებელს. როგორც აღმოჩნდა ნიჭიერ მსახიობს სახალხო გმირის შესრულებაც მშვენივრად გამოსდის.

კახა კინწურაშვილის მიერ შექმნილმა სახემ- ლუკა მაისურაძემ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. მსახიობს უკვე მის გმირთან აიგივებენ და მას გამოკითხულთა უმრავლესობა კახას მაგივრად სწორედ ლუკათი მოიხსენიებდა. სერიალის მზარდი პოპულარობის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული კახა კინწურაშვილი საპატიო მესამე ადგილიდან კიდევ დაწინაურდეს და ტოპ- ათეულის სამეულში მოექცეს.

"ჩემი ცოლის დაქალების" მთავარი გმირი, რომლის ცოლის დაქალების თავგადასავლებსაც მაყურებელი უკვე რამდენიმე წელია ინტერესგაუნელებლად ადევნებს თვალყურს. მიუხედავად მის მიერ არანაკლებ კარგად შესრულებული სხვა როლებისა ლევან ყოჩიაშვილის ყველაზე დასამახსოვრებელი სახე დათო გოცირიძის როლია და სწორედ მისი წყალობით მოხვდა ათეულის მე-4 ადგილზე:

თორნიკე გოგრიჭიანი ათეულის მე-5 ადგილზეა, სექსუალური მსახიობი მაყურებელის მოწონებს სხვა ფილმებიდანაც იმსახურებდა, თუმცა ტიფლისელი გამომძიებელი კიტას როლმა მისი პოპულარულობა გააათმაგა.

"შუა ქალაქის" მხიარულმა და ბოჰემურმა დათომ ფერი რადიკალურად იცვალა და საქართველოს ბედზე მზრუნველ თავადად არჩილ ორბელიანად იქცა. მაყურებელი ამ ცვლილებას თავიდან სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა გოგა ბარბაქაძემ ისინი იძულებული გახადა მისი მსახიობური ნიჭი ეღიარებინათ:

გიორგი მახარაძე საზოგადოებამ თავდაპირველად როგორც ცნობილი ოჯახის სიძე ისე გაიცნო, თუმცა ბოლო წელს მის კარიერაში მომხდარ ცვლილების და კარგად შესრულებული როლების გამო , მას როგორც ნიჭიერ და პერსპექტიულ მსახიობს ისე მოიხსენიებენ და არა როგორც ცნობილი ოჯახის ყოფილ სიძეს. ამაში დასარწმუნებლად მისი მიერ "ტიფლისში" და "ქერჩში" შესრულებული როლების ნახვაც კმარა. სწორედ ამიტომ გიორგი მახარაძე ათეულის მე-7 ადგილზეა.

სულ რამდენიმე თვის წინ რომ ჩატარებულიყო გამოკითხვა ის აუცილებლად ტოპ-3 ში მოხვდებოდა. მას და მის პერსონაჟს ყველაზე პოზიტიურად და საყვარლად ახასიათებენ. სერიალის სიუჟეტისთვის შექმნილი როკ ჯგუფის პოპულარობამაც ყველა ლოგიკურ ზღვარს გადააჭარბა. ირაკლი ხურცილავას, იგივე ვანიკო თარხნიშვილის ათეულის ბოლოსკენ მოხვედრა, სერიალში ბოლო დროს მის იშვიათ გამოჩენას უნდა დავაბრალოთ და არა მსახიობის ნიჭის ან ხიბლის კლებას:

შემთხვევითი მსახიობი ბახვა ბრეგვაძე პროფესიით მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტია, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია პოპულარ ახალგაზრდა მსახიობ მამაკაცთა ათეულში მოხვედრილიყო. როგორც აღმოჩნდა ჩცდ-ს ცოტნე ცოტაშვილის ასისტენტი და მეგობარი ბახვა განსაკუთრებით პოპულარული თინეიჯერებში და ბავშვებშია.

თეატრისა და კინოს მსახიობმა ზურაბ ინგოროყვამ მაყურებლის სიყვარული სხვადასხვა სპექტაკლში და ფილმში შესრულებული როლით დაიმსახურა. თუმცა პირველი რაც მისი სახელის ხსენებისას ახსენდებათ „გასეირნება ყარაბაღში 2“- ში შესრულებული ლუკა-სპარტაკი და ჩცდ-ს კატოს კაპრიზებისგან გაწამებული ქმრის როლია.

"onn.ge"-ს გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით მასალა მოამზადა ელენე მაისურაძემ
მასალის გამოყენების პირობები






