"დედამ დამწვარი ტოსტი მოიტანა სუფრაზე, გავჩუმდი და მამის რეაქციას დაველოდე, რამაც გამაქვავა"
ეს საინტერესოა - 15:01, 25 Dec, 2015     138598
ისტორია, რომლის ავტორიც უცნობია, ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. ისტორია, რომელიც გასწავლით, რომ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს.

„მახსოვს, როდესაც 8 წლის ვიყავი, დედას უყვარდა საღამოს ჩვენთვის კერძების მომზადება. თუმცა ყველაზე მეტად, ერთი ვახშამი მახსოვს.

ერთხელ, დამღლელი დღის შემდეგ, როდესაც მამა ძალიან დაღლილი მოვიდა სახლში, ვახშმად ბოსტნეული და კარაქიანი ტოსტები გვქონდა. როდესაც დედამ ვახშამი მოამზადა, შევამჩნიე რომ ტოსტის გაკეთებისას პური დაეწვა, თუმცა გავჩუმდი და მამის რეაქციას დაველოდე, რამაც გამაქვავა.

ველოდი, რომ მამა შეამჩნევდა დამწვარ ტოსტს და რაიმეს იტყოდა. მაგრამ მან უსიტყვოდ მიირთვა თითქმის დანახშირებული ტოსტი და თან მე მკითხა, როგორ ჩაიარა დღემ და შევასრულე თუ არა საშინაო დავალება. არ მახსოვს, რა ვუპასუხე, მაგრამ მახსოვს, შემდეგი დიალოგი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. როდესაც დედამ დამწვარი ტოსტი შენიშნა და მამას მოუბოდიშა, მან ჩვეული სიმშიდით უპასუხა: "ძვირფასო, რას ამბობ?! ზუსტად ასეთი ტოსტები მიყვარს".

მოგვიანებით, როდესაც მამა ჩემს ოთახში შემოვიდა, რათა ძილის წინ ეკოცნა, ვკითხე - მართლა უყვარდა თუ არა დამწვარი ტოსტები. ის ჩამეხუტა და მითხრა: „დედას რთული სამუშაო დღე ჰქონდა და დაიღალა. გარდა ამისა, დამწვარი ტოსტი არავის ავნებს, მაგრამ მწარედ ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება გული გატკინოს. იცი, შვილო, ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა... ჩვენ არ ვართ იდეალურები, ჩვენ ადამიანები ვართ.

აი, მაგალითად მე. ხშირად მავიწყდება ღირშესანიშნავი თარიღები, ჩვენი ქორწინების დღეც კი არ მახსოვს. მაგრამ ამდენი წლის განმავლობაში ერთ რამეს მივხვდი - ჩვენ სხვა ადამიანის ნაკლოვანებების მიღებას დაგვიყვარდება კიდეც. მე ვფიქრობ, ეს პატარა საიდუმლო გეხმარება შეინარჩუნო ხანგრძლივი და გულწრფელი ურთიერთობა. ცხოვრება ძალზედ ხანმოკლეა იმისთვის, რომ სინანულით იღვიძებდე. გიყვარდეს ადამიანები, რომლებიც გულს გიხარებენ და შენთვის სიკეთე უნდათ. და ნუ დაგავიწყდება, ნუ გაბრაზდები მათზე, ვინც ეს ყველაფერი ჯერაც არ იცის.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42