"მოქალაქეთა კავშირიდან" პრემიერობამდე - გიორგი კვირიკაშვილის აღზევებისა და დაცემის ქრონიკა
პოზიცია - 13:36, 14 Jun, 2018     7384
გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.

„ნიუპოსტი“ გთავაზობთ კვირიკაშვილის ბიოგრაფიულ შტრიხებს.

საქართველოს ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკური ცხოვრება ,,მოქალაქეთა კავშირით" იწყება. 1999 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატი სწორედ ამ პარტიის კვოტით მოხვდა.

ახალგაზრდა პოლიტიკოსს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა მოქალაქეთა კავშირის ლიდრებთან - მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ჟვანიასთან.

თუმცა, როგორც ქართულ პოლიტიკას ახასიათებს, მეგობრობა მალე დაპირისპირებაში გადაიზარდა და კვირიკაშვილი მალევე „მოქალაქეთა კავშირიდან" გამოყოფილ ,,ახალ მემარჯვენეებს" შეუერთდა.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ (2004 წლი) გიორგი კვირიკაშვილი კერძო სექტორში გადაბარგდა და ,,პირველი კომერციული ბანკის" (ამჟამად ,,ტაოპრივატბანკი,") აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტის პოზიციაზე მოგვევლინა.

ბიძინა ივანიშვილთან მისი გზა 2006 წლს გადაიკვეთა. გიორგი კვირიკაშვილი 2011 წლამდე, ივანიშვილის სააქციო საზოგადოება „ქართუ ბანკის“ – გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

მისი პოლიტიკური აღმასვლა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ იწყება. 2012 წლიდან ჩაიბარა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პორტფელი ( 25 ოქტომბრიდან – 2015 წლის 1 სექტემბრამდე). ერთ წელიწადში, ალასანიას ჩამოლაბორანტების შემდეგ, ივანიშვილის ფავორიტმა კვირიკაშვილმა ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავა (2013 წლის 26 ივლისიდან). ბოლო რამდენიმე თვე საგარეო საქმეთა მინისტრია (2015 წლის 1 სექტემბრიდან).

რაც შეეხება განათლებას, კვირიკაშვილმა 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, მოგვიანებით კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის განხრით.

აქვს საბანკო/საფინანსო გამოცდილება 2012 წლის მარტი – 2012 ოქტომბერი – ამერიკული საკონსულტაციო ფირმა Lenzie Fisher Hendry LLC” – საფინანსო სექტორის და საპენსიო რეფორმის ექსპერტი იყო.

1998 – გაერთიანებული ქართული ბანკი – ბიზნესის განვითარებისა და ფილიალების ქსელის მართვის დირექტორი, აქტივ-პასივების მართვის განყოფილების დირექტორის მოადგილე;

1996-1997 – Trade Invest Bank – გენერალური დირექტორის მოადგილე;

1993-1996 – გაერთიანებული ქართული ბანკი – საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (საწყისი პოზიცია – დოკუმენტური სავაჭრო ოპერაციების ოფიცერი). სპეციალიზირებული ტრენინგი სოფლის მეურნეობის დაკრედიტებაში 2005 აგვისტო – სექტემბერი – ValliWide Bank ფრენსო, კალიფორნია, აშშ. მთავრობა/დონორი ორგანიზაციების გამოცდილება 1999-2004 – საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, WTO-ს საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;

1999 – სახელმწიფო კანცელარია – ფისკალური, მონეტარული და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე. პედაგოგიური გამოცდილება 2001-2002 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფაკულტეტი ბანკები და ფინანსები – კორპორატიული ფინანსები. განათლება 1998 – ილინოისის უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი ფინანსებში;

რაც შეეხება ენების ცოდნას, მომავალი პრემიერ-მინისტრი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

გიორგი კვირიკაშვილს ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი 1967 წელსაა დაბადებული.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1999 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც კანცელარიის თანამშრომელმა. ოჯახის წევრებად მიუთითა 1967 წელს დაბადებული მეუღლე მაია ცინაძე და სამი შვილი: 1991 წელს დაბადებული ანა, 1994 წელს დაბადებული ნინო და 1996 წელს დაბადებული ჯემალი. იმხანად ოჯახის ერთადერთ უძრავ ქონებას შეადგენდა 44 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი ბინა თბილისში, რომელიც გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნოდა. სულ 1998 წლის განმავლობაში გიორგი კვირიკაშვილის სახელფასო შემოსავალმა 2 000 ლარი შეადგინა. ასევე, მიიღო ედმუნდ მასკის სტიპენდია 11 400 აშშ დოლარის ოდენობით. 2000 წელს დეკლარაცია პარლამენტის წევრის ამპლუაში შეავსო და ამავე დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ მის წლიურ შემოსავალს 1999 წელს 2 710 ლარი შეუდგენია. 2001 წლის დეკლარაციაში მისი შემოსავლები მითითებული არ არის. გიორგი კვირიკაშვილმა 2002 წელსაც, როგორც პარლამენტის წევრმა, ისე შეავსო დეკლარაცია. მისი ქონება და ოჯახის წევრთა რაოდენობა უცვლელია, თუმცა, როგორც პარლამენტის წევრს, 2001 წელს 7 980 ლარი აუღია, ხოლო, როგორც ლექტორს – 125 ლარი. 2002 წელს, როგორც პარლამენტის წევრმა, 9 000 ლარი აიღო, როგორც ლექტორმა, ისევ – 125. 2003 წელს მისი, როგორც პარლამენტარის, ხელფასი იგივე დარჩა, თუმცა, როგორც ლექტორმა, ამჯერად 250 ლარი აიღო. 2005 წელს გიორგი კვირიკაშვილი დეკლარაციას ავსებს, როგორც ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, თუმცა დეკლარაციის იმ ფორმაში წინა წლის შემოსავლები მითითებული არ არის.

2012 წელს გიორგი კვირიკაშვილმა დეკლარაცია შეავსო, როგორც ეკონომიკის მინისტრმა. ოჯახში წელს მატება ჰქონიათ – 2007 წელს მეოთხე შვილი ნიკოლოზი შესძენიათ. მათი უძრავი ქონება კი შემდეგნაირია: გიორგი კვირიკაშვილის საკუთრებაა ზოვრეთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი (190 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი (432 კვ. მ.); საცხოვრებელი სახლი (250 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი (3 450 კვ. მ.) ქვიშხეთში, საცხოვრებელი ბინა თბილისში, სამგორის რაიონში (54 კვ. მ.). დეპოზიტზე თანხასაც მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილი ინახავს – 20 300 აშშ დოლარს „თი ბი სი ბანკში“ და დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფულიც მხოლოდ მას ჰქონდა – 5 500 აშშ დოლარი. 2012 წლის განმავლობაში მან, როგორც „ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, 112 000 ლარი აიღო. 2011 წელს აღებული იპოთეკური სესხის მომსახურება 20 850 აშშ დოლარი დაუჯდა. ერთ-ერთი შვილის სწავლის საფასური კი – 7 000 ლარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42