,,სასახლის ინტრიგები“ და პოლიტიკური გაურკვევლობა - ,,ლარის დასუსტების რისკი შესაძლოა, გაიზარდოს“
პოზიცია - 20:48, 24 Dec, 2015     3401
პოლიტიკური სისტემის არასტაბილურობა და მისი გავლენა ეკონომიკურ ფაქტორებზე; გველოდება თუ არა წინ რთული 2016 წელი?

,,თუ ეს ხელისუფლება ფასადია, რატომ იხდის მოსახლეობა მის შენახვაში ასობით მილიონ ლარს“ – საქართველოს პრემიერის მოულოდენელი გადადგომის მიზეზებსა და ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ ვითარების შესახებ ,,ნიუპოსტთან“ საუბრობს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩახვაძე.


პრემიერ მინისტრი გადადგა, შესაბამისად მთავრობაც. რა პოლიტიკური შეფასება შეიძლება გაკეთდეს ამის თაობაზე და რა ეკონომიკური შედეგი შეიძლება მოყვეს?

პრემიერ მინისტრის გადადგომა, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, მე ვიტყოდი გადაყენება პირველ რიგში სიგნალია ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის არასტაბილურობის. თუ ბატონი ღარიბაშვილი წარმატებული პრემიერ მინისტრი იყო გაუგებარია რატომ დღეს და ფაქტიურად საარჩევნო წელს, და თუ ის არ იყო წარმატებული, მაშინ ეს მისი მოსვლიდან მინიმუმ წლისთავზე უნდა მომხდარიყო. აქ უფრო ”სასახლის ინტრიგებთან” გვაქვს საქმე და არა ჩვეულებრივ დემოკრატიულ პროცესსთან. ფაქტია, ქვეყანაში პარლამენტი და მისი უმრავლესობა, რომელიც კონსტიტუციის თანახმად წყაროა მთავრობის, თვითონ მთავრობა და ზოგადად პროცედურული დემოკრატია ფიქციაა და ადგილი აქვს არაფორმალურ, ავტორიტარულისკენ გადახრილ მმართველობას. ეს კი დამანგრეველია ზოგადად სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის და კონკრეტულად ეკონომიკისთვის. ლოგიკურად ისმის კითხვა თუ ეს ხელისუფლება ფასადია, მაშინ რატომ იხდის მოსახლეობა მის შენახვაში ასობით მილიონ ლარს.

ეკონომიკური რესურსების არასაბაზრო, არასამართლიანი განაწილების შედეგია სოციალური უთანასწორობა. მოსახლეობის უმეტესობა გრძნობს, რომ ისინი თამაშგარეთ მოხვდნენ, ეკონომიკური სიკეთე ემსახურება არა მათ ინტერესებს არამედ საზოგადოების ”გამორჩეულ” წრეს. დემოკრატიის ამ სახით ეროზია, არასტაბილურს ხდის და ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რაც თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკის ზრდის ტემპზე. ერთი სიტყვით იქმნება მოჯადოებული წრე.

2015 წელი არასახარბიელო აღმოჩნდა ეროვნული ვალუტისთვის. ლარის გაუფასურებამ დოლართან მიმართებაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მთავრობამ ძირითად მიზეზად საგარეო ფაქტორები დაასახელა. რას უნდა ველოდოთ 2016 წელს ?

საქართველოს ეკონომიკა არის ნაწილი მსოფლიო ეკონომიკის, ამიტომ ბუნებრივია მასზე გლობალური პროცესები თავის ზეგავლენას ახდენენ, მაგრამ მთავრობის აპრიორი აპელირება გარეშე ფაქტორებზე არაკომპეტენტურობის ნიშანი და პასუხისმგებლობიდან გაქცევაა. კი, ლარის გაუფასურებაში დოლარის გაძვირებამ, რუსეთის, ასევე საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკების ვარდნამ მართლაც უარყოფითი როლი ითამაშეს, მაგრამ მთავრობას ”დაავიწყდა” შიდა პრობლემებიც. როგორც წესი მცდარი დასკვნები არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველი ხდება, რასთანაც დღეს გვაქვს საქმე.

რაც შეეხება მომავალ წელს. როგორც ცნობილია აშშ საგრძნობლად გაამკაცრებს ფულად საკრედიტო პოლიტიკას, რაც დოლარს კიდევ უფრო გააძლიერებს, შესაბამისად ლარის დასუსტების რისკს გაზრდის. ეს კი პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის კეთილდღეობის გაუარესებასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და საბანკო კრედიტებში დოლარის წილი მაღალია. ასევე, ამ დროს ადგილი ექნება კაპიტალის გადინების ტენდენციას, რაც ინვესტიციებზე უარყოფითად აისახება.

აშშ-გან განსხვავებით ევროკავშირი გააგრძელებს იაფი ევროს, ე.წ. რაოდენობრივი შერბილების(QE) პოლიტიკას, რაც ლარზე უარყოფითად არ იმოქმედებს, უფრო მეტიც, ევროპის სამომხმარებლო ბაზრის სტაბილურობა და ამ გაერთიანების ეკონომიკის მოკრძალებული, მაგრამ მაინც ზრდა სტიმული იქნება ქართული ექსპორტისთვის, თუ რა თქმა უნდა ქართველები ამას გამოვიყენებთ.

და კიდევ ერთი, რუსეთის ეკონომიკის ვარდნის გაგრძელება, რუბლის გაუფასურება, მისი მოქალაქეების საოჯახო ბიუჯეტების შეკვეცა, იმპორტის მკვეთრი შემცირება, ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის პერსპექტივას კიდევ უფრო ილუზიურს გახდის.

ეს რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, მაგრამ გადამწყვეტია თუ როგორი იქნება ქვეყნის შიგნით არსებული ეკონომიკური გარემო და სამთავრობო პოლიტიკა?

ჩვენი ეკონომიკა დგას ორი ურთულესი მაკროეკონომიკური პრობლემის წინაშე, ფასების მატება და შენელებული ეკონომიკური ზრდა. ეს ორი პრობლემა მათი ურთიერთსაწინააღმდეგო ბუნების გამო ნებისმიერი ხელისუფლებისთვის დილემაა რომელს გაუმკლავდეს პირველ რიგში, რადგან ორივეს ერთად რთული ამოცანაა. ხელისუფლებამ აირჩია ინფლაციასთან ბრძოლა, მაგრამ ეს მოხდება ეკონომიკური ზრდის ხარჯზე, რაც ეკონომისტებმა კარგად იციან.

და როგორ აისახება ეს ყველაფერი რიგითი მოქალაქეების ყოფაზე?

ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მოსათოკად თითქმის ორჯერ გაზარდა საპროცენტო განაკვეთი, რისი შედეგიც კომერციული ბანკების კრედიტების გაძვირება იქნება. როგორც ბიზნესი, ასევე მოქალაქე რომელსაც სურს კრედიტის აღება არჩევანის წინაშე დადგება. როგორც წესი კრედიტებზე მოთხოვნილება შემცირდება, განსაკუთრებით როცა საქმე შეეხება ბიზნესის გაფართოებასა ან ახლის დაწყებას. ეს კი ინვესტიციებზე კარგად არ იმოქმედებს. ვინც აიღებს კრედიტს და მოქმედი ბიზნესი ამის გარეშე ვერ იარსებებს, მათ მომსახურება და საქონელი გაუძვირდებათ, ან მოგებაზე უნდა თქვან უარი, ან სამუშაო პერსონალის ნაწილზე. პროცენტ გაზრდილი სამომხმარებლო კრედიტი არც მოქალაქეებისთვის იქნება მიმზიდველი, რაც თავის მხრივ ვაჭრობაზე იმოქმედებს უარყოფითად.

ობიექტურად არსებობს რისკები სამომხმარებლო ბაზრის გაძვირების, ახალი და მოქმედი ბიზნესების შეკვეცის და ისედაც პრობლემური უმუშევრობის თემის უფრო გამწვავების.

სახელმწიფო საბიუჯეტო პოლიტიკა ეკონომიკის არა სტიმულირების, არამედ შემაკავებელი ფაქტორი იქნება. თუ მომავალი წლის ბიუჯეტს დოლარებში გადავიყვანთ დავინახავთ, რომ ხარჯების არა მატებასთან არამედ კლებასთან გვაქვს საქმე. განსხვავებით სახელმწიფო ჩინოვნიკებისა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან პენსიონერები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები. მთავრობას არ ესმის, რომ პენსიონერების ბიუჯეტების შემცირება პირდაპირკავშირშია ეკონომიკის ზრდასთან.

თუ ჩვენ გადავხედავთ სახელმწიფო სახსრების განაწილების ევროპულ სტანდარტებს, აქვე ხაზს ვუსვამ არა რაოდენობრივ არამედ თანაფარდობით ჭრილში, დავინახავთ, რომ ხელისუფლების და არამარტო დღევანდელის პროპაგანდა სოციალური ბიუჯეტის შესახებ არის მითი.

დასავლეთში, ჩვენგან განსხვავებით სახელმწიფო განათლებისთვის, სოციალურ დაცვისა და სამედიცინო მომსახურებაზე გამოყოფილ სახელმწიფო ფინანსებს განიხილავს, როგორც ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალში. მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე სახელმწიფო სახსრების საშუალო ევროპული მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-ია, საქართველოში კი 7%, საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაზე ევროპული სახელმწიფოები საშუალოდ ხარჯავენ მშპ-ს 8%-ს, საქართველო 2%-ს, ახალგაზრდობის განათლებაზე ევროპული ბიუჯეტები საშუალოდ მშპ-ს 6%-ს მიმართავენ ჩვენი ბიუჯეტი 2%-ს. მარტო სოციალურ უზრუნველყოფაზე და ჯანდაცვაზე ევროპის სახელმწიფოები საბიუჯეტო თანხების ნახევარზე მეტს მიმართვენ განსხვავებით საქართველოსი, სადაც ეს მაჩვენებელი ბიუჯეტის მესამედია. ამის მერე ჩვენს ხელისუფალს კიდევ უკვირს მოსახლეობის უკმაყოფილების.

მთლიანობაში ეროვნული ბანკისა და მთავრობის პოლიტიკა უნისონში ერთობლივი მოთხოვნის შემცირებაზეა ორიენტირებული, რაც ეკონომიკის ზრდას შეანელებს. იქ სადაც გადახდისუნარიანი მოთხოვნა არაა, არ არის სტიმული, მოტივაცია ეკონომიკის განვითარებისათვის, ინვესტიციებისთვის.

არ უნდა დაგვავიწყდეს საპარლამენტო არჩევნები. ამ დროს არა თუ საქართველოში განვითარებულ ქვეყნებშიც ბიზნესი მოლოდინის პოზიციაში დგება. საგულისხმოა, რომ პოლიტიკური გაურკვევლობა დაასახელა ქართული ეკონომიკისთვის ერთერთ რისკ ფაქტორად ავტორიტეტულმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა.

ასე რომ, რთული მომავალი წელი გველოდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42