განახლებული სია 83 ადამიანისგან შედგება. ახალი სიის თანახმად უკრაინამ პერსინა ნონ გრატად გამოაცხადა კინორეჟისორები ვლადიმირ ბორტკო და პაველ ლუნგინი, მუსიკოსები ალექსანდრ როზენბაუმი, გრიგორი ლეპსი, სერგეი პენკინი და სხვა.
შავ სიაში მოხვდა ასევე ამერიკეი მოკრივე როი ჯონს უმცროსი, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
გარდა ამისა, გავრცელებული ცნობით, უკრაინაში რუსული სერიალებისა და ფილმების ჩვენებაც აიკრძალა. აკრძალულ ფილმებს მათ შორის არის „ბედის ირონიაც.“
მიმდინარე წელს, უკრაინამ ქვეყანაში შესვლა რუსეთის ასობით მოქალაქეს, მათ შორის ხელოვანებს აუკრძალა. ესენია - მიხეილ ბოიარსკი, სერგეი ბეზრუკოვი, ოლეგ გაზმანოვი, იოსებ კობზონი, ვალერია, ნიკოლაი რასტორგუევი, ეგორ ხოლმოგოროვი . ასევე ფრანგი მსახიობი და პუტინის მეგობარი ჟერარ დეპარდიე.
მასალის გამოყენების პირობები






