ირაკლი ღარიბაშვილი მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდს წარმატებულს უწოდებს და ამბობს, რომ ბოლო წლებში მთავრობა ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის მყარი საფუძვლები შექმნა. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი გადადგომის შესახებ გახდა ცნობილი. მან მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს და ოჯახის წევრებს.
„ჩემი პრემიერობის დროს დამკვიდრდა მშვიდობა და სტაბილურობა. მოქალაქეებს დავუბრუნეთ თავისუდლება და ღირსება. ასევე ჩვენს მიერ გატარებული რეფორმებით ჩვენ შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის. მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს - გაფარომეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. მივიღეთ თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე. დღეს, ისე როგორც არასდროს ადამიანზე ორინეტირებული პოლიტიკით ყალიბდება საფუძველი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან მშვიდობიანი ცხოვრებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ისაუბრა და სამაგალითო უწოდა ექსპრემიერის გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.
„მას შემდეგ რაც ივანიშვილმა გადადგა უპრეცენდტო ნაბიჯი და დატოვა თანამდებობა მან შექმნა მაგალითი, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე როგორც დროული მოსვლით, ისე დროული წასვლით თანამდებობიდან. გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის თანამდებობა იქნებოდა ეს შს მინისტრობა თუ პრემიერობა, არასოდეს ყოფილა თვითმიზანი. ეს არის საშუალება, რომ ქვეყანას ვემსახურო. ეს არის პოლიტკური მრწამსი. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს მომავალ თაობას. თანამდებობები დროებითია, მარადიულია უფალი და სამშობლო. მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერის თანამდებობა. ახლა, როცა გამყარებულია ქვეყნის საშიანოა და საგარეო მიმართულებები, წარმატება მინდა ვუსურვო მომავალ პრემიერს. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, ეთგულ თანამებროძლებს, ყველას ვინც ჩვენთან ერთად სასიკეთო საქმე გააკეთა. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს და შვილებს. ნუნუკას თანადგომის გარეშე ვერ შევძლებდი, საქმე ასეთი შემართებით მეკეთებინა. ჩემი ოცნება იყო არის და იქნება ძლიერი და ერთიანი საქართველო. ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმინისტრის გადადგომის შემდეგ, მთავრობის ყველას წევრს უფლებამოსილება შეუწყდა. საქართველოს კოსნტიტუციის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პრემიერმინისტრი თანამდებობას დატოვებს ავტომატურად უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდება და ისინი მინისტრის მოავალეობის შემსრულებლები გახდებიან.
პრემიერის გადადგომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად უნდა იმსჯელოს ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურის შესახებ და არა უგვიანეს 7 დღის ვადისა, უნდა დაასახელოს კანდიდატი.
შემდეგი ნაბიჯია პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ მინისტრობის კანდიდატების და სამთავრობო პროგრამის ფორმულირება.
ამის შემდეგ უკვე პარლამენტში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა დაიწყება. ახალ სამთავრობო გუნდს პარლამენტის ნდობის მისაღებად პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები






