ორი კვირის წინ ხოდორკოვსკის , 1998 წელს ნეფტეიუგანსკის მერის მკვლელობის საქმეში მონაწილეობისთვის, ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.
გამოძიების ცნობით, ხწორედ ხადარკოვსკიმ დაავალა თავის თანამშრომლებს მერის მკვლელობა და ამ დანაშაულის გარდა, მას კიდევ 3 პირზე თავდასხმის ორგანიზებაც ბრალდება.კონკრეტულად, ხოდორკოვსკის ბრალად ედება პეტუხოვის პირადი მცველის ვიაჩესლავ კოკოშკინის მკვლელობის მცდელობის და კომპანია Ист Петролеум Хандельсгез м.б.х-ის მმართველის ევგენი რიბინის მკვლელობის ორგანიზებაც.
ცოტა ხნით ადრე, ხოდორკოვსკიმ თვითერზე დაწერა, რომ დაკითხვაზე საგამოძიებო კომიტეტში დაიბარეს. ბიზნესმენის პრეს-პიკერის განცხადებით, ხოდორკოვსკი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტთან თანამშრომლობას არ გეგმავს. ამჟამად ხოდორკოვსში შვეიცარიაში ცხოვრობს.
ნეფტეიუგანსკის მერი, ვლადიმერ პეტუხოვი 1998 წელს მოკლეს.გავრცელებული ცნობით, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე „იუკოსის" ხელმძღვანელობასთან, მათ შორის ხოდორკოვსკისთან, უთანხმოება მოუვიდა. 2007 წელს პეტუხოვის მკვლელობაში დამნაშავედ „იუკოსის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ალექსანდრე პიჩუგინი სცნეს.
მიხაილ ხოდორკოვსკი და მისი ბიზნეს-პარტნიორი პლატონ ლებედევი, გადასახადების დამავლისა და გაფლანგვის ბრალდებით, სასჯელს 10 წლის განმავლობაში იხდიდნენ. 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხოდორკოვსკი შეიწყალა. ბიზნესმენმა რუსეთი დატოვა და საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა.დაკავების შემთხვევაში, ბიზნესმენს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






