კლოდი ელისეის მინდვრებთან ახლოს „ექსკლუზიურ“ ბორდელებს ფლობდა, სადაც 500-ზე მეტი ქალი იყო დასაქმებული.
მიუხედავად იმისა, რომ მადამ კლოდი არასოდეს ამხელდა კლიენტების არაერთხელ უსაუბრია იმის შესახებ, რომ მისი გოგონები მსოფლიო ლიდერებს ემსახურებოდნენ.
ფრანგული მედია მადამ კლოდის კლიენტბს შორის ჯონ კენედის, მუამარ კადაფს, მარლონ ბრანდოს, ირანის შაჰსა და სხვა ცნობილ, გავლენიან ადამიანებს ასახელბედა.
მადამ კლოდი ორჯერ იყო ნასამართლევი. პირველქას 1970 წელს - გადასახადების დამალვისთვის, მეორე კი 1992 წელს სუტენიორობის ბრალდებით.
თავად მადამ კლოდმა საკუთარ ცხოვრებაზე საუბროსას ყვებოდა, რომ მონასტერში გაიზარდა და გარკვეული დრო საკონცენტრაციო ბანაკშიც გაატარა. მისი ცხოვრების ეს ორივე ეპიზოდი 2010 წელს მასზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმშია აღწერილი. ,,ადამიანები ორი რამის გამო იხდიან ფულს - ჭამა და სექსი. ჩემი კოზირი არასოდეს ყოფილა კულინარია“ - ეს მადამ კლოდის სიტყვებია.
სიცოცხლის ბოლო წლები მადამ კლოდმა ნიცაში გაატარა. ადგილობრივი მედიის ცნობით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მასალის გამოყენების პირობები






