წერილს, რომელიც კემერონს გაეგზავნა, ხელს ბრიტანეთის ქვედა პალატის 66 დეპუტატი აწერს, მათ შორის სამი ანგლიკანური ეპისკოპოსი, იურისტები და მეცნიერებიც არიან.
მათი თქმით, ბრიტანეთის პრემიერმა მის ხელთ არსებული ყვლეა პოლიტიკური გავლენა უნდა გამოიყენოს, რათა სიტყვა „გენოციდი“ გამოყენებულ იქნას ჯიჰადისტთა ქმედებებთან დაკავშირებით.
ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ 2006 წელს ჩამოყალიბდა . დღესდღეისობით ორგანიზაცია სირიის, ერაყისა და ლიბიის მნიშვნელოვან ტერიტორიებს აკონტროლებს. ISIS-ის ბოევიკები საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობენ ასევე ავღანეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, იემენის, ნიგერიის ტერიტორიებზე, აწყობენ ტერორისტულ აქტებს ევროპის ქვეყნებშიც.
„ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან ტყვეების მიმართ. ექსტრემისტები მძევალ ქალებსა და ბავშვებს მონებადაც ყიდიან.
მასალის გამოყენების პირობები






