FIFA-ს პრეზიდნეტი ზეპ პლატერი და UEFA-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი საფეხბურთო საქმიანობას 8 წლით ჩამოაშორეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ფიფას“ პრესსამსახური ავრცელებს.
გადაწყვეტილება „ფიფას“ ეთიკის კომიტეტმა გამოძიების შედეგად მიიღო. ფიფა-ს ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატა ბლატერს პლატინისთვის ჰონორარის სახით 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადახდაში ადანაშაულებდა.
ოქტომბერში, ბლატერი და პლატინი მოვალეობის შესრულება 90 დღით შეუჩერეს.
ორივე მარალჩინოსანი ბრალდებას უარყოფს და აცხადებენ, რომ მათ კორუფციასგან არავითარი კავშირი არ აქვთ.
ფიფა-ს სკანდალი გასული თვის მაისში დაიწყო. 14 მაღალჩინოსანი გასულ შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ქრთამის სისტემატიურად აღებისა და 2018-2022 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის ადგილის არჩევის დროს უკანონო ქმედებების ბრალდებით დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






