იგორ კოკოშკოვი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს დაემშვიდობა
სპორტი - 10:26, 21 Dec, 2015     6386
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს 2016 წლიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება. იგორ კოკოშკოვი ჩვენს საქართველოს გუნდს აღარ გაწვრთნის, ევრობასკეტის დასრულების შემდეგ მას ორწლიანი კონტრაქტის ვადა ამოეწურა. იგორ კოკოშკოვის თავის შეგირდებს და საქართველოს საკალათბურთო საზოგადოებას ღია წერილით გამოემშვიდობა.

"ჩემო მეგობრებო საქართველოს საკალათბურთო სამყაროდან

მინდა გამოვხატო დიდი მადლიერება კალათბურთის ფედერაციაში მომუშავე ყველა იმ პიროვნებისადმი, რომლებმაც ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში მუშაობის საშუალება მომცა. მადლობა თითოეულ მოთამაშეს, სამწვრთნელო შტაბს, ნაკრებში დასაქმებულ ყველა ადამიანს უთვალავი საათის დაუღალავად შრომაში გატარებისთვის.

უზარმაზარი გამოცდილება იყო საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობა, ბევრი კარგი მოსაგონარი დამიტოვა მეხსიერებაში, რაც სამუდამოდ დაიკავებს განსაკუთრებილ ადგილს ჩემს გულში.

უამრავი გამოწვევა გვქონდა, უამრავი სიძნელე გადავლახეთ ერთად, რათა დასახული მიზნებისთვის მიგვეღწია. ამასთან, საქართველოს ნაკრები მუდმივად იზრდებოდა, როგორც გუნდი, რაც ჩემთვის ახლაც საამაყოა. მჯერა, რომ დღეს სწორედ საქართველოს ნაკრების წყალობით ყველა უკეთესები ვართ და კალათბურთიც გაცილებით ძლიერია.

გისურვებთ საუკეთესოს. საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ეყოლება საუკეთესო მეგობარი და №1 გულშემატკივარი ჩემი სახით.

დიდი მადლობა, ღმერთი გფარავდეთ.

იგორ კოკოშკოვი"


კოკოშკოვი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს სათავეში 2008 წლიდან ედგა. მისი ხელმძღვანელობით ქართველმა კალათბურთელებმა საერთაშორისო ასპარეზზე მრავალ წარმატებას მიაღწიეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42