ახალგაზრდა ქალი ტვინის კიბოთია დაავადებული და იგი სამკურნალოდ ეგვიპტეში გაემგზავრა, რადგან რუსეთში მას ვერ უმკურნალეს. როსტოვსა და მოსკოვში გაკეთებულმა ოპერაციებმა შედეგი ვერ გამოიღო და იგი ალექსანდრიაში გაემგზავრა, სადაც გოგონას დედის თქმით, მუშაობს რუსი ექიმი, რომელიც წარმატებულ ოპერაციებს აკეთებს ზემოაღნიშნული დაავადების სამკურნალოდ.მისივე თქმით, გოგონა მეუღლესთან ერთად ეგვიპტეში ივლისში გაემგზავრა. გოგონას დედის თქმით, მას ხშირი კონტაქტი აქვს შვილთან და მას კვლავ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ამის გამო არ ჩამოდის სამშობლოში. დედას არ სჯერა, რომ მისი შვილი „ისლამურ სახელმწიფოს“ დაუკავშირდა.
რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ეგვიპტეში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირების შემდეგ თურქეთში ჩავიდა და შემდეგ 4 ახლობელ ტერორისტთან ერთად საქართველოში გამოემგზავრა. სამართალდამცავებისვე ინფორმაციით, იგი მის მეგობარ ბულატ ა.-სთან ერთად ამზადებს ტერაქტს რუსეთში.
„ჩვენი მონაცემებით, მათ, სირიიდან დევნილი ოჯახური წყვილის საფარქვეშ სურთ რუსეთში შეღწევა და იქ ტერაქტის მოწყობა. მან არაერთხელ გამოთქვა თავის აფეთქების სურვილი,“ - აცხადებს ტელეარხის წყარო, რომელმაც თავი არ დაასახელა.
მისივე თქმით, ტერაქტის მოწყობაში მას დაღესტნელები ბულატ ა., ზაურბეკ და ელიზავეტა ც., ასევე მურატბეკ ა. ეხმარებიან და ეს ჯგუფი თბილისში იმყოფება.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურენ ქართველი პოლიტოლოგები, რომლებიც ,,კურიერთან" აცხადებენ, რომ მოსკოვი ერთდროულად საქართველოსა და თურქეთის დისკრედიტაციას ცდილობს. ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
"რუსეთის მცდელობას წარმოადგენს საქართველო წარმოჩნდეს როგორც ტერორისტების მფარველი ქვეყანა. რუსეთი ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს. როდესაც მან დეზინფორმაცია გაავრცელა, რომ ეს ადამიანი თურქეთიდან შემოვიდა საქართველოში. ამით ის დისკრედიტაციას უწევს თურქეთსაც,"- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
მამუკა არეშიძის განცახდებით, ეს სახიფათო და მიზანმიმართული კამპანიაა და ქართულმა მხარემ რუსეთთან მიუხედავად არსებული ურთიერთობებისა ინფორმაციები უნდა გაცვალოს.
"მიზანმიმართული კამპანიის ნიშნები არის. ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს. შესაძლოა იყოს გარკვეული ფაქტები. ყურადღება გასაათმაგებელია,"- აცხადებს არეშიძე.
მასალის გამოყენების პირობები






