ბერძნული მედიის ცნობით, დაკავებულ 15 ქართველ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საბერძნეთის პოლიცია რამდენიმე ეჭვმიტანილს ეძებს, რომლებიც დაკავებულთა თანამზრახველები არიან. დაკავებულებს არაერთგზის ყაჩაღობა ედებათ ბრალად. პოლიციის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრებს დაახლოებით 200-მდე სახლი აქვთ გაძარცვული, ხოლო 10 მილიონი ევროს ღირებულების ნივთები და ფული აქვთ მოპარული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეცოპერაციის დროს დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი, 60 წალმდე ასაკის მამაკაცი, რომელიც ათენის გარეუბანში ერთ-ერთ ვილაში ცხოვრობდა.
საბერძნეთში საქართველოს საკონსულოსთვის ქართველების დაკავების ფაქტი ცნობილია, ელჩის ინფორმაციით, დაკავებულებს პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდათ მოთხოვნილი, რის გამოც მათ საქმეს სრულად ბერძნული მხარე განიხილავს. ,,ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, არის 11 არალეგალი და მათ შორის ყველას აქვს პოლიტიკური თავშესაფარი მოთხოვნილი. ჩვენს გვაქვს ინფორმაცია, რომ ჯგუფი, რომელიც დაკავებულია შესაძლოა არასრული იყოს და არსებობენ ადამიანები, რომლებიც უკავშირდებოდნენ მათ კრიმნალური საქმიანობას“ - განაცხადა ,,კურიერთან“ საბერძნეთში საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






