ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
"მე ვიმყოფებოდი სხვადასხვა რეგიონების სოფლებში და დავრწმუნდი, რომ ახალი მთავრობის სოფლის მეურნეობის პროგრამა მომზადებულია აბსოლუტურად გაუაზრებლად და არ არაკომპეტენტურად. მე ვერ ვნახე პრაქტიკულად ერთი ადამიანიც კი, რომელიც კარგად ერკვევა სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების მოხმარებაში. ამ ვაუჩერების მოხმარება არის ორ ნაწილიანი: ანუ, მოქალაქემ ჯერ უნდა დაამუშაოს მიწა და ამის შემდეგ მიიღებს სასუქს".
ვანო მერაბიშვილის თქმით, მთავრობამ ვერ მოასწრო ამ ბარათების დროულად დარიგება და ზოგან გლეხებს მიწა უკვე დამუშავებული აქვთ, ზოგან კი შეუძლებელია საერთო კუთხით მიუდგე ამ საკითხს, აქედან გამომდინარე, მერაბიშვილმა მთავრობას მიაწოდა იდეა, გასცეს ნებართვა ბანკებში სასოფლო-სამეურნეო ბარათების განაღდებისთვის და მიღებული თანხის გამოყენებისთვის მისი მფლობელის შეხედულებისამებრ.
მასალის გამოყენების პირობები






