უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა.
„პატივისა და ღირსების შელახვისთვის, სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიტანე“ - განაცხადა ავაკოვმა ტელეკომპანია „1+1“-ის ეთერში.
შს მინისტრის თქმით, ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკიც გეგმავს.
"როცა ამბობ, რომ ადამიანი ქურდია, ამისთვის პასუხი უნდა აგო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბატონი იაცენიუკიც აპირებს ამის გაკეთებას" - დასძინა ავაკოვმა.
შეგახსენებთ, 14 დეკემბერს, პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციაში რეფორმების ეროვნულ საბჭოზე შეკრებილ მაღალჩინოსნებს შორის დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენუკი და შს მინისტრი არსენი ავაკოვი დაუპირისპირდნენ. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის შს მინისტრსა და პრემიერს ქურდები უწიდა. ავაკოვმა კი დაპირისპირებისას მიხეილ სააკაშვილმა ჭიქა ესროლა.
მასალის გამოყენების პირობები






