სააკაშვილის დროს ხელისუფლებაში პროამერიკული-რუსოფობები იყვნენ, ახლა დაბალანსებულები არიან - პუშკოვი
მსოფლიო - 10:15, 18 Dec, 2015     2610
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსეი პუშკოვის განცხდებით, იმ შემთხვევაში, თუ ქართველი დეპუტატები საერთაშორისო არენაზე ანტირუსულ განცხადებებზე უარს იტყვიან, ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებას ხელს შეუწყობს.

"ვისურვებდი, რომ ქართულმა საპარლამენტო დელეგაციებმა საერთაშორისო არენაზე რუსოფობიაზე უარი თქვან . სამწუხაროდ, სააკაშვილის პარტიის მხრიდან, რომელიც კვლავ განაგრძობს არსებობას, ვხედავთ ისტერიკულ გამოხტომებსა და ბრალდებებს" - განუცხადა პუშკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ქართველმა დეპუტატებმა, თავი უნდა შეიკავონ ემოციებისგან და არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ხალხის ინტერესებზეც იფიქრონ. მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გაწონასწორებული მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში არჩევნები ჩატარდა და სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა.

"ბოლო წლის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს აშკარა დაძაბულობა. ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ეს იქნება ასევე, დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა, რადგან ქვეყანა მდიდარი არ არის და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, პრინციპში, დაადასტურა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელ ხაზს არ წარმოადგენს რუსეთისადმი მტრობა, როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების დროს. სააკაშვილის დროს ხელისუფლებაში იყვნენ პროამერიკული-რუსოფობი ადამიანები. ახლა უფრო დაბალანსებულები არიან. ხვდებიან, რომ საქართველოს გააჩნია ინტერესები, რომლებიც მათ რუსეთთან აკავშირებს. რომ პროგრესი არის, ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება. ეს პუტინმაც აღნიშნა. არ გვსურს, რომ საქართველოში შეიქმნას ანტირუსული ისტერიის რეციდივები. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობების დალაგებისთვის" - განაცხადა პუშკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, რომ მზად არის საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42