რა საახალწლო ტრადიციები აქვთ ცნობილ ქართველებს
ეს საინტერესოა - 16:58, 17 Dec, 2015     11297

ახალი წელი ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. ახალი სურვილები, ახალი იმედები და ყველაფერი ახალი, ახალ წელს უკავშირდება. რაც შეეხება საახალწლო ტრადიციებს მრავალფეროვანია. საკუთარი ტრადიციები აქვთ ცნობილ ქართველებსაც, თუმცა ზოგს პროფესია არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ტრადიცია დაიცვას, რადგან ახალი წლის ღამეს სცენაზე უწევთ დგომა.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ახალ წლს ყოვეთვის ოჯახში ვხვდები და აუცილებლად ვყიდულობ რამე ახალს, თუნდაც ეს იყოს თმის სამაგრი. ახალი წლის ღამეს, აუცილებლად ვარღვევ დიეტას და დედაჩემის გაკეთებულ საცივს ვჭამ. საჩუქრებთან დაკავშირებით ტრადიციის მიხედვით ყოველთვის რამდენიმე ადამიანის თოვლის ბაბუა ვარ.

ხატია შამუგია: ახალ წელს ყოველთვის მე ვარ ჩემი ოჯახის მეკვლე. უნდა მეცვას ახალი ფეხსაცმელი და თეთრეული. ეს აუცილებელი პირობაა. ასევე ლოგინის თეთრეულიც მუდამ ახალი მაქვს ახალ წელს და მაგიდის საახალწლო სუფრაც. ახალი წლის შეხვედრის მერე ყოველთვის მივდივარ სახლიდან, რადგან ყოველ წელს კონცერტი მიმყავს. მაგალითად წელს „ AssaHall“-ში ვიქნები წამყვანი.

ვერიკო ტურაშვილი: საახალწლო ტრადიცია რახანია აღარ მაქვს. ჩემთვის საახალწლო ტრადიციად იქცა ახალი წლის ღამეს მუშაობა. დილით დაღლილი ვიძინებ ისე რომ ვერც ვერთობი. სამაგიეროდ პირველში თოვლის ბაბუს საჩუქრებს რომ პოულობენ სახლში, ეგ ყველაზე კარგია.

მარკუს მეტრეველი: 31 დეკემბერს სანამ ახალი წელი დადგება ვანთებ სანთელს და ყოველთვის ვლოცულობ. მადლობას ვუხდი ღმერთს ყოველი თვისთვის, დღისთვის, წუთისთვის, წამისთვის რაც მაჩუქა უფალმა წინა წელს. კეთილი სურვილებით ვაცილებ ძველ წელს და ვეგებები ახალ წელს ახალი სურვილებით, გეგმებით, ოღონდ ამას პატარა რიტუალი სდევს თან... მე ყოველ წელს ვწერ წითელ ფურცელზე იმ სურვილებს და გეგმებს რაც იმ წელს მაქვს დასახული. მერე ვკეცავ და ვინახავ მომავალ წლამდე, ხოლო ძველს ვწვამ და ფერფლს ვყრი შამპმაბიურში და ესე ვაცილებ ძველ წელს და ვეგებები ახალ წელს. რა თქმა უნდა, მაგიდაზე მყავს ძველი წლის სიმბოლო და როცა დადგება ახალი წელი, მაგალითად წელს მაიმუნის წელი დგება, ვანაცვლებ მაიმუნით და ძველ სიმბოლოს ვიღებ.

ნეკა სებისკვერაძე: არ ვიცი რამდენად შეიძლება საახალწლო ტრადიცია დავარქვა, მაგრამ წლებია ღია ცის ქვეშ მიწევდა ახალი წლის შეხვედრა და ეს სულაც არ მაქვს ცუდად დაცლილი, თუმცა ვცდილობ შესაძლებლობების ფარგლებში რომ ღამის 12:00 საათზე შვილებთან და ოჯახთან ვიყო, ეს მათთთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემთვისაც გასნაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული. ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზია ჩვენი საახალწლო სუფრა, თავისი უამრავი ატრიბუტიკითა და დეტალით, ნაძვის ხეს ყოველთვის ძალიან ადრე,დეკემბრის დასაწყისში ვდგამთ, 9 დეკემბრეს ჩემი დაბადების დღეა და ვცდილობ ამ დროს ნაძვის ხე უკვე იყოს მორთული. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ნაძვის ხის სათამაშოებს და შეგროვებული მაქვს ძალიან საინტერესო სათამაშოები წლების მანძილზე, სხვადასხავ ქვეყნებიდან ჩამომაქვს და რაიმე განსხვავებულს გამუდმებით ვეძებ. ახალი წელი განსაკუთრებულად მიყვარს და სულ გული მწყდება, რომ საახალწლო დღეები მალე გადის.

ფატუნა ბუშიჰედი: ყოველ ახალ წელს სხვადასხვანაირად ვრთავ საახალწლო სუფრას. ტრადიციად ვაქციე ისიც, რომ თუ ადრე დედა აკეთებდა გოზინაყს, უკვე მე ვაკეთებ. კულინარიული თავისუფლება მაქვს სამზარეულოში და საოცრებებს ვქმნი, რაც სტუმრებს ძალიან მოსწონთ. ვაკეთებ სხვადასხვა ფორმის გოზინაყებს, რომელიც ძალიან ლამაზი და გემრიელია. შოკოლადში ამოვლებული გოზინაყი ხშირად ნაძვის ხეზე სათამაშოს სახითაც კი ჩამომიკიდია. საახალწლო სუფრაზე ყოველთვის მაქვს, ანგელოზებით მოხატული თეფშები. ყველაფერი მოოქროსფრო, ბეჟ ფერშია გადაწყვეტილი. სუფრას ამშვენებს აუცილებლად ძალიან ლამაზად შეფუთული ხელსახოცები ხელნაკეთი აქსესუარებით. მაქვს რკინის მანეკენი, რომელსაც ხელსახოცებით შექმნილი კაბა ამშვენებს. სუფრას ასევე ამშვენებს სასიამოვნო სურნელის სანთლები. 12 საათს ყოველთვის სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდები. რადგან სახლში პატარა გყვავს, სახლში ვრჩებით და არსად მივდივართ. თუმცა ადრე ძალიან ბევრ ქვეყანაში მიწევდა ახალი წლის შეხვედრა. აქ თითქმის არ ვიყავი. ნაძვის ხეს რაც შეეხება წელს, ვარდისფერი ნაძვის ხე გვაქვს ოჯახში. შარშან იასამნისფერი გვქონდა. ახალი წლის ღამეს ამ ყველაფერს ერთად ამშვენებს საახალწლო მუსიკალური ფონი.

გიორგი სუხიტაშვილი: ჩემი საახალწლო ტრადიცია ძირითადად ქუჩის კონცერტებია. წელს მთავარ კონცერტზე გამოვდივარ, მაკა ზამბახიძესთან ერთად დუეტში ვმღერი და მერე რამდენიმე რესტორანსა და კლუბში მიწევს გამოსვლა.

თაკო მელიქიშვილი: ახალი წელის ღამეს სულ გარეთ ვარ ბოლო 5 წელია და ვცდილობ რაც შეიძლება ბევრ კონცერტზე მოვასწო სიმღერა. დღემდე ველოდები თოვლის ბაბუს და არ მოდის. ტრადიციას რაც შეეხება, ბოლო ერთი წუთის განმავლობაში სანამ 12-ი შესრულდება, რაც ყველაზე მეტად მსურს ის უნდა ჩავიფიქრო და მიხდება კიდეც. ბედობასაც ვისაც ვნახულობ, ძირითადად ისინი მებედებიან და მჯერა ისიც, რომ როგორც შეხვდები ახალ წელს, ისევე გაატარებ მთელ წელს. კიდევ მაქვს ერთი ტრადიცია, პატარა ფურცელზე ვწერ სურვილს, მერე ვსწავ, შამპანიურში ვყრი და ვსვამ.

თიკა ჯამბურია: საახალწლო ტრადიციის თანახმად, პატარა ფურცელზე ვწერ სურვილს, მერე ვსწავ, შამპანიურში ვყრი და ვსვამ. მითხრეს ამს თუ გააკეთებ სურვილები ხდებაო და რატომღაც მეც მჯერა.

ზუმბა (ზაზა კორინთელი): განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია არ მაქვს. ძირითადად სცენაზე ვხვდებოდი ხოლმე ახალ წელს. 2016-ს კალიფორნიაში შევხვდები მაგალითად. ამერიკაში ჩემს ქართულ "ზუმბალენდთან" ერთად მაისში წამოვედი. ნიუ-იორკში და ფილადელფიაში მქონდა კონცერტები. მერე ჯგუფი საქართველოში დაბრუნდა, მე კი კალიფორნიაში წავედი. ახალი ჯგუფი შევკრიბე "New Cali ZumbaLand", ახალი პროგრამაც გავაკეთე და ასე მივიწევთ წინ ნელ-ნელა.

ხატია სიჭინავა: ვფიქრობ ყველა ქართველს ერთი ტრადიცია გვაქვს. ოჯახში ერთად ვხვდებით ახალ წელს სუფრასთან და საჩუქრებს ვჩუქნით ერთმანეთს. უკვე ვიყიდე ჩემი ქმრისთვის საჩუქარი და საგულდაგულოდ გადავმალე. ახლა კი ძიძების საჩუქრები უნდა შევიძინო. ახალ წელს ყველა ერთად ვართ და ამ წელს რაც შევცვალეთ ის არის, რომ არსად არ გავდივართ ღამე. გადავწყვიტეთ რესტორნებს სხვა დღეებში ვესტუმროთ, ხოლო 31-ში სახლში ვიყოთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42