პუტინის ნავთობის აპოკალიფსი - აშშ ნავთობის ექსპორტზე 40-წლიანი აკრძალვის მოსახსნელად მზადაა
მსოფლიო - 11:52, 17 Dec, 2015     7983

აშშ-ის კონგრესი მზად არის ნავთობის ექსპორტზე დაწესებული 40 წლიანი აკრძალვა მოხსნას. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი იტყობინება. პროექტი, რომელიც თეთრი სახლისა და კონგრესის წევრების უთანხმოების მიზეზი გახდა, ამჟამად განხილვის პროცესშია. თუკი, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევა, გადასახედი იქნება საბიუჯეტო და საგადასახადო კანონმდებლობა . ასევე ნავთობის ბაზარზე მოძლიერებისა და იმ რეზერვების საკითხები, რომლებიც აშშ-ში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ოქტომბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პლატამ მხარი დაუჭირა ნავთობის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვის მოხსნას. ამის შემდეგ კი, კანონპროექტი განსახილველად სენატში შევიდა, წერს „რადიო თავისუფლება.“

აშშ-ს კონგრესმა ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვა დაახლობით 40 წლის წინ დააწესა, როდესაც 1973 წელს ოპეკის წევრების მიერ ნავთობზე დაწესებულ ემბარგოს ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა. ამერიკელმა კანონმდებლებმა სასწრაფოდ მიიღეს კანონი ქვეყნის დაუმუშავებელი ნავთობის ექსპორტის აკრძალვის თაობაზე. ამით ამერიკელი კონგრესმენები შეეცადნენ ქვეყანა ნაკლებად მოწყვლადი გაეხადათ ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით ახლო აღმოსავლეთის მორიგი მანიპულაციებისაგან. თუმცა, 1975 წელს ნავთობის რეზერვები შეიქმნა, რომელიც სამომავლოდ ნავთობის კრიზისის თავიდან ასაცილებლად იყო გათვალისწინებული. დღეისათვის კი სრულიად განსხვავებული ვითარებაა-აშშ დღეში დაახლოებით 9,4 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს, რაც 1970-იანი წლების მაჩვენებელს თითქმის სამჯერ აღემატება.

კონგრესში დიდი ხანია მხარს უჭერენ ნავთობის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვის მოხსნას, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ეწინააღმდეგებოდა. არსებული ინფორმაციით, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ორჯერ დაუჭირა მხარი ნავთობის ექსპორტზე აკრძალვის მოხსნას, თუმცა წინანდადება არ მიიღო სენატმა.

ნავთობით ვაჭრობაზე არსებული შეზღუდვების მოხსნა ამერიკის მოკავშირეებს საშუალებას მისცემს ნავთობის შესყიდვასთან დაკავშირებით რუსეთის და ოპეკის(ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) ალტერნატივა გამონახონ.

ამავდროულად, ნავთობის ფასი კვლავ ვარდნას განაგრძობს. ორშაბათის მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე "ბრენთის" მარკის ერთი ბარელი ნავთობის ღირებულებამ 37,44 აშშ დოლარი შეადგინა. ნავთობის ფასისა და ჩინური ბირჟების ვარდნის სავარაუდო მიზეზად, სწორედ აშშ-ის გადაწყვეტილება სახელდება.

მსგავსი დაბალი ფასი 2008 წლის დეკემბრის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

"WTI" მარკის ნავთობის ფასმა კი, ვაჭრობის შედეგად ბარელზე 34,77 აშშ დოლარი შეადგინა. 2009 წლის შემდეგ მაჩვენებელი 35 დოლარზე ქვემოთ პირველად დაეცა.

აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასის ასეთი მნიშვნელოვანი შემცირება სერიოზული დარტყმაა რუსეთის ბიუჯეტისთის. ნავთობის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები რუსეთისტის , მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში გასულ წელთან შედარებით 43 %-ით შემცირდა და 76.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, მიუხედავად იმისა , რომ საექსპორტოდ გატანილი ნავთობის რაოდენობა გაზარდა. ამავედ როს დსთ-ს ქვეყნებში გატანილი ნავთობიდან მიღებული შემოსავალი 7.4 მილიარდი დოლარიდან 4.891 მილიარდ დოლარამდე დაეცა.

ბოლო თვეების განმავლობაში საუდის არაბეთმა აქტიურად დაიწყო ნავთობის ბაზრიდან რუსეთის „განდევნა.“ თუნდაც იმით, რომ პოლონეთისთვის ნედლი ნავთობის შეღავათიან ფასად მიწოდება გადაწყვიტა, რის შესახებაც ინფორმაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში გავრცელდა და პირველი შედეგებიც მალევე აჩვენა : ჯერ კიდევ ნოემბერში, პოლონეთ-საუდის არაბეთის ხელშეკრულებიდან ერთი თვის თავზე, რუსული „ურალის“ ნავთობის ფასმა ვარდნა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ნავთობის ბაზარზე პირველობისთვის ბრძოლა სარისკო ფაქტორია ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკისთვის. კრემლის მეთაური იმედოვნებს, რომ როდესაც მისი მოკავშირე ირანი გლობალურ ნავთობისა და გაზის ბაზარზე დაბრუნდება, რუსეთი ამით სარგებელს ნახავს, შესაძლოა ახალი მისლადენების დახმარებით, რომელიც სირიის ტერიტორიაზე გავა. შესაბამისად, ის , სირიაში საუდის არაბეთის საექსპორტო მარშრუტების ხელისშეშლას შეეცდება. ამჟამად, ევროპაში რუსეთის ენერგოძლიერება საფრთხის ქვეშ არის, ამიტომაც პუტინის სურვილი, სირიის კონფლიქტის გაღრმავებით სარგებელი ნახოს, იზრდება. თუმცა, ჯერჯერობით პუტინის ტაქტიკამ სირიაში მოსალოდნელი შედეგები ვერ მოიტანა - ვერც სამხედრო და ვერც ეკონომიკური თვალსაზრისით.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42