რომელ თვეში დაბადებული ადამიანები არიან პირად ცხოვრებაში უიღბლოები
ეს საინტერესოა - 11:25, 17 Dec, 2015     60279

ასტროლოგიური თვალსაზრისით, კონკრეტულ თვეში დაბადებული ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც სახასიათო შტრიხებით, ასევე ბედ-იღბლით. ამიტომ, თუ გეცოდინებათ, რომელ თვეში დაბადებულ ადამიანს რა ხასიათი აქვს და რა კუთხით უმართლებს, მასთან ურთიერთობა საკმაოდ გაგიადვილდებათ.

იანვარში დაბადებული ადამიანი არ არის მომთხოვნი და კმაყოფილდება იმით, რაც აქვს. ავტორიტეტულ და გავლენიან პირებთან ურთიერთობისას ის მეტ გამოცდილებასა და ცოდნას იძენს; ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ; არ უყვარს ზედმეტი კრიტიკა და, ცდილობს, არც სხვა გააკრიტიკოს; ხშირად უჩნდება სურვილი, განმარტოვდეს და დაფიქრდეს წარსულზე.

თებერვალში დაბადებული ადამიანები გაწონასწორებულები და გონებამახვილები არიან. სერიოზულ ემოციურ პრობლემას ხშირად უქმნით ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირება. განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ იმის მიმართ, თუ რას ამბობენ მათზე უცხო ადამიანები. მათთვის მნიშვნელოვანია სხვების აზრი. ისინი კარგი მრჩევლები არიან მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.

მარტში დაბადებულები გონებამახვილობითა და იუმორის გრძნობით გამოირჩევიან. ყველასთან შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა. ხშირად სწყდებიან რეალურ სამყაროს და ფანტაზიებში იჭრებიან. ამ თვეში დაბადებულ ადამიანთან ურთიერთობა დადებით ემოციებსა და განცდებს იწვევს. არ უჩივიან თაყვანისმცემლების უყურადღებობას, თუმცა ოჯახურ სფეროში იშვიათად უმართლებთ.

აპრილში დაბადებული ადამიანები იმპულსურობითა და მებრძოლი სულისკვეთებით გამოირჩევიან. გარემოება ხშირად აძლევს მათ შანსს, მატერიალური დოვლათი მოიპოვონ. მთავარია, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდნენ. რასაც მიზნად დაისახავენ, ყოველთვის მიაღწევენ. არ უყვართ, როცა ატყუებენ და, ამის გამო, შესაძლოა, საყვარელი ადამიანებიც კი სამუდამოდ დაივიწყონ.

მაისში დაბადებულები ვერ იტანენ თავისუფლების შეზღუდვას. ერთი შეხედვით, წყნარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ, თუ გაბრაზდნენ, დიდხანს ვერ დააშოშმინებთ, ტკბილი სიტყვით კი ნებისმიერ საქმეს გააკეთებინებთ. ხშირად ბედში არ უმართლებთ, თუმცა არ არიან ზედმეტად მომთხოვნები და ის მცირედიც აკმაყოფილებთ, რაც გააჩნიათ. მაგრამ, უკეთეს მომავალზე ფიქრს არასდროს გაურბიან და სჯერათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ივნისში დაბადებული ადამიანები ნიჭიერები არიან. ახასიათებთ ექსტრავაგანტური მოქმედებები. პატივს სცემენ ტრადიციებს. ოჯახის წევრების მიმართ გამოხატავენ სითბოს და უყვართ მოდურად ჩაცმა. ცოტა მშიშრები არიან და ამის გამო ცხოვრებაში ხშირად უწევთ უკან დახევა. ისმენენ სხვების აზრს, მაგრამ არ ითვალისწინებენ.

ივლისში დაბადებული ადამიანი ცდილობს არავის აწყენინოს და ყველასთან კარგი ურთიერთობა დაამყაროს. ხშირ შემთხვევაში, ბედში არ უმართლებს. ის ყოველთვის ერიდება კონფლიქტურ სიტუაციებს, გაუგებრობებსა და ჩხუბს. ჯანმრთელობის მხრივ სუსტია და ამის გამო ხშირად ავადმყოფობს, რაც მის პროფესიონალიზმს აფერხებს.

აგვისტოში დაბადებული ადამიანები კონფლიქტური ხასიათით გამოირჩევიან. უყვართ დამოუკიდებელი ცხოვრება. უჭირთ მეორე ნახევრის არჩევა და პირად ცხოვრებაში ხშირად უშვებენ შეცდომებს. ბევრი კრიზისული პერიოდი აქვთ, მაგრამ ამის გამო დეპრესიაში არ ვარდებიან. ცდილობენ, საკუთარი შრომისუნარიანობით გადალახონ წინაღობები.

სექტემბერში დაბადებულები ხშირად ხვდებიან საკამათო სიტუაციებში. პირად ცხოვრებაში ბევრ პრობლემას აწყდებიან და ბედსაც უჩივიან, თუმცა კარიერაში მეტად იღბლიანები და წარმატებულები არიან. პარტნიორების დახმარებით, საქმესა თუ ბიზნესში წარმატებებს აღწევენ.

ოქტომბერში დაბადებული ადამიანი სადაც შედის, სიხალისე და იდილია შეაქვს. კარიერაში დიდ წარმატებებს აღწევს და გარშემო მყოფებშიც კარგი ავტორიტეტით სარგებლობს. უყვარს ახლობლების, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის დახმარების გაწევა. პირად ცხოვრებაში კი სულ ძიებაშია და საკუთარი მიღწევებით არასდროს კმაყოფილდება.

ნოემბერში დაბადებული ადამიანი აქტიურობითა და მიზანდასახულობით გამოირჩევა. ადვილად ამჩნევს ფარულ მტრებს და ყოველთვის ახერხებს, იყოს მათზე ძლიერი. შეუძლია, დიდ წარმატებებს მიაღწიოს საკუთარი ძალებით და არა სხვების დახმარებით. საყვარელ ადამიანთან გრძნობით მოქმედებს და ხშირად იგნორირებას უკეთებს გონების კარნახს. რის გამოც, შესაძლოა, ცხოვრების ბოლომდე არ გაუმართლოს სიყვარულში.

დეკემბერში დაბადებულები მკაცრები და ზედმეტად კრიტიკულები არიან. გარშემო მყოფებთან ხშირად უწევთ კამათი. სწრაფად იკეთებენ კარიერას და არც ბიზნესში უჭირთ სასურველი შედეგების მიღწევა. საკუთარ ავტორიტეტს ყოველთვის პირადი მიზნებისთვის იყენებენ. უყვართ ოჯახური სიმშვიდე და იდილია.

წყარო: "თბილისელები"




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42