როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში
ჯანმრთელობა - 11:03, 17 Dec, 2015     5040
ზამთარი, პრაქტიკულად, დაიწყო და კანის მოვლასთან დაკავშირებული პრობლემებიც გაიზარდა. ცივ სეზონზე კანი შრება, იქერცლება, ჭრელდება და ამ ყველაფერს განსაკუთრებული მიხედვა სჭირდება.
დღეს შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინება და შესრულება გააუმჯობესებს თქვენი კანის ხარისხს.
ამბობენ, თუ გსურთ, რომ ზამთარში კანი დარჩეს რბილი და ხავერდოვანი, არ უნდა გამოიყენოთ სკრაბი; გარდა ამისა, ზოგიერთი კოსმეტოლოგის რჩევით, ხშირად უნდა მიიღოთ ცხელი აბაზანები, რადგან, მათი თქმით, აბაზანის შემდეგ კანი უკეთ იწოვს კრემებს. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა: სკრაბის გაკეთების შემდეგ, გაწმენდილი კანი უკეთ მარაგდება ჟანგბადით, უფრო ინტენსიურად ხდება მისი განახლება და არ კარგავს ტონუსს. ამიტომ სასარგებლოა, თუ კვირაში ერთხელ გააკეთებთ პილინგს. რაც შეეხება აბაზანას, შეგიძლიათ, ყოველდღე მიიღოთ, მაგრამ წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი, რადგან წყლის მაღალი ტემპერატურა აჩქარებს გულისცემას და აფართოებს სისხლძარღვებს, კანის ზედაპირიდან კი ხდება ტენის ინტენსიური აორთქლება. ამიტომ წყალი უნდა იყოს სასიამოვნოდ თბილი – დაახლოებით 37 გრადუსი. ასეთ შემთხვევაში კანი ნამდვილად უკეთესად შეიწოვს კრემს.
გარდა სკრაბისა და აბაზანის მიღებისა, კანს სჭირდება საათობრივი მოვლა, კერძოდ, ქუჩაში გასვლამდე 30-40 წუთით ადრე წაისვით დამატენიანებელი კრემი – ეს ყინვაშიც საჭიროა.
ის კი ნამდვილად მითად შეიძლება ჩათვალოთ, რომ თითქოსდა წყლის წვეთები სიცივეში კრისტალებად იქცევა და აზიანებს კანს.
დამატენიანებელი კრემი არსებობს 2 სახის: პირველი – რომელიც იზიდავს კანში ტენს გარედან და, მეორე – რომელიც აფერხებს ტენის აორთქლებას კანიდან. ზამთარში უნდა გამოიყენოთ მეორე ტიპის კრემი, რომლებსაც სხვანაირად დამცავ კრემებსაც უწოდებენ.
მაგრამ ხშირად კანი და თმა შენობაში ყოფნის დროსაც შრება, რაც დაბალი ტენიანობით შეიძლება აიხსნას. გათბობის სეზონის პერიოდში შენობაში (ბინაში ან სამსახურში) ჰაერის ტენიანობა 20-30 პროცენტს შეადგენს, არადა, კანი კომფორტულად გრძნობს თავს, თუ ჰაერის ტენიანობა 5 პროცენტს არ სცილდება. ამიტომ რეკომენდებულია გამოიყენოთ ჰაერის დამატენიანებელი (უმჯობესია ულტრაბგერითი), მაგრამ თუ ის არ გაქვთ, შეგიძლიათ, მარტივად გადაწყვიტოთ პრობლემა – გათბობის დანადგარის (ელექტროქურის ან გაზქურის) გვერდით დადგით წყლით სავსე ფართოპირიანი ჭურჭელი, რათა მოხდეს წყლის აორთქლება და ჰაერის დატენიანება.
თუ იგრძნობთ, რომ კანი დაგეჭიმათ, დაიტენიანეთ თერმული წყლით ან მისტით – სპრეიანი წყლით, რომელიც მიკროელემენტებითაა გამდიდრებული. ზამთრის პერიოდში უმჯობესია გამოიყენოთ მისტი სპილენძის შემადგენლობით – ის ამაგრებს სისხლძარღვებს.
მაგრამ, თმასაც და კანსაც მხოლოდ გარედან მოვლა არ ეყოფა, საჭიროა ორგანიზმის მომარაგება ვიტამინებით, ამ მხრივ კი ყველაზე გემრიელი, სასიამოვნო და სასარგებლო ვარიანტია სმუზი (ცხადია, უშაქროდ), რომლითაც შეგიძლიათ, საუზმე ან სამხარი „გადააგოროთ“. მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ, სმუზის სხვადასხვა ვარიანტი მოამზადოთ: კიტრი და ნიახური; ფორთოხალი და ბანანი; შავი მოცხარი და ვაშლი და ასე შემდეგ.


წყარო "თბილისელები"




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42